მომხმარებლისთვის, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს, ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომ არ არის ევროპულ ქვეყნებზე მეტი – მაინც ტვირთია. უნდა მოვიკვლიოთ, სად არის რესურსი ამ ფასების თუნდაც კიდევ უფრო გაიაფებისთვის, – ასე მიმართა ნინო წილოსანმა, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ნავთობკომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
წილოსანის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელობაში საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საწვავის და აქციზის ფასი ბევრად ნაკლებია, ამას მნიშვნელობა არ აქვს ქართველი მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც საწვავის გაძვირება იქცა ტვირთად, შესაბამისად, საჭიროა მოძიებულ იქნას რესურსი ფასების კიდევ უფრო გაიაფებისთვის”.
„ეს სხდომა, რომელიც საწვავს უკავშირდება ალბათ ჩემი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში ნაკლები კითხვები იქნება, იმიტომ რომ თუ ყველა სხვა წინა სხდომაზე ჩვენ რაღაც გარკვეულ არგუმენტად გვქონდა რომ ევროპის ქვეყნებში ფასები შედარებით დაბალი იყო რიგ პროდუქტებზე და ამ ლოგიკით მივდიოდით, ამ შემთხვევაშია ახლაც ითქვა, რომ ევროპის ქვეყნებში გაცილებით დიდია საწვავის ფასი ვიდრე ჩვენთან, მათ შორის აქციზის ფასი იქნება ეს, თუ გადასახადი ესეც საკმაოდ შეღავათიანია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ახლა ჩვენ გვიყურებს მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს და რომლისთვისაც ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ არ აქვს მნიშვნელობა ახლა ევროპულ ქვეყანაზე რომ არ არის მეტი, მაგრამ მათთვის ეს ტვირთია და რაღაცნაირად მსურს, რომ ჩვენ მოვიკვლიოთ სად არის რესურსი ამ ფასების თუნდაც კიდევ უფრო გაიაფებისთვის”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
