Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სინოდზე პატრიარქის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას სურდა – მეუფე შიოს მხარდამჭერებმა მას “ზნეობრივ დარღვევაზე” მიუთითეს, რის შემდეგაც გვაზავამ კანდიდატურა მოხსნა – “ფორმულა”

April 30, 2026
სინოდზე პატრიარქის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას სურდა –  მეუფე შიოს მხარდამჭერებმა მას “ზნეობრივ დარღვევაზე” მიუთითეს, რის შემდეგაც გვაზავამ კანდიდატურა მოხსნა – “ფორმულა”

სინოდზე პატრიარქის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას სურდა – ამას შიო მუჯირის მხარდამჭერთა შეშფოთება მოყვა, რადგან ეს მათ მინიმუმ ორი ან სამი ადამიანის ხმას გამოაკლებდა – ინფორმაციას “ფორმულა” ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსაყდრე შიოს მხარდამჭერებმა მიტროპოლიტ ანდრიას “გარკვეულ ზნეობრივ დარღვევაზე” მიუთითეს, სხდომაზე ითქვა, რომ ამ ამბავს “ჟურნალისტები გამოქექავდნენ” და ეკლესიას რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. სინოდის წევრთა ნაწილმა ეს მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას მიმართ ღია მუქარად აღიქვა. საბოლოოდ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა უარი თქვა საპატრიარქო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე.

28 აპრილს სინოდმა 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ფოთისა და ხონის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი. მეუფე შიომ 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი 7-7 ხმა მიიღეს. ერთ-ერთ მათგანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩევენ. ოფიციალურად უცნობია კონკრეტული თარიღი, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კრება 17 მაისამდე უნდა ჩატარდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება” – კახა კალაძე
  • საქართველოში მცხოვრებ ირანელ აქტივისტებს სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებათ
  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge