Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მე დღემდე მჯერა რომ მოსაყდრის დანიშვნა არ იყო პატრიარქის გადაწყვეტილება და რომ ეს მოხდა ზეწოლით” – თამარ მესხი, პატრიარქის თარჯიმანი

April 30, 2026
“მე დღემდე მჯერა რომ მოსაყდრის დანიშვნა არ იყო პატრიარქის გადაწყვეტილება და რომ ეს მოხდა ზეწოლით” – თამარ მესხი, პატრიარქის თარჯიმანი

კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თარჯიმანმა, თამარ მესხმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ მისი აზრით, პატრიარქის მიერ მოსაყდრის დანიშვნა მოხდა ზეწოლით და არა თავად პატრიარქის გადაწყვეტილებით.

“2017 წელს პატრიარქი არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ მას მოსაყდრე დასჭირვებოდა და გამოეცხადებინა, მას ჰყავდა ქორეპისკოპოსები, სამი ჰყავდა, შიოც კი ერთ-ერთი ქორეპისკოპოსი იყო. რა საჭირო იყო მაინცდამაინც მოსაყდრედ დასახელება მისი?! ვთქვათ და გადაწყვიტა, რა უშლიდა ხელს სინოდი შეეკრიბა და ეთქვა: მე გადავწყვიტე, რადგან გამიჭირდა, დავუძლურდი და ვირჩევ მას, გგონიათ, ვინმე გაუბედავდა და ვინმე ხმას ამოიღებდა? “მის წინაშე ხმას ვერავინ იღებდა, მის ზურგს უკან ბევრი იღებდა ხმას. რატომ გააკეთა ისე რომ არავინ იცოდა? გამოვიდა 23 ნოემბერს და გამოაცხადა, რომ მე მას ვირჩევ. მე არ ვიცი ვის როგორ სჯერა, მე დღემდე მჯერა რომ მოსაყდრის დანიშვნა არ იყო პატრიარქის გადაწყვეტილება და რომ ეს მოხდა ზეწოლით… სულ სამი დღით ადრე ალფეევი [რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი] იყო ჩამოსული საქართველოში. ძალიან ისე ვსაუბრობ, მაგრამ სიმართლე ვიღაცამ ხომ უნდა თქვას. ხალხსაც დააჯერეს, რომ ეს იყოს პატრიარქის არჩეული და საერთოდ ნუ ჩავატარებთ არჩევნებსო. პატრიარქს რომ სდომოდა, მას პატრიარქად დატოვებდა, ასეთი პრეცედენტები არის… 9 წელზე მწყდება გული ყველაზე მეტად, რადგან ეს 9 წელი ყველაზე მძიმე იყო პატრიარქისთვის. იმიტომ რომ ძალიან ძნელია, როდესაც ჯერ კიდევ შენ შეგიძლია მართვა, გაქვს უნარი და ამ დროს იძულებული ხარ დანიშნო მოსაყდრე. მარტო ჩემი ეჭვები არ არის, მეუფე პეტრემ ხომ ილაპარაკა, რაკი მოსაყდრედ დანიშნა [მეუფე შიო] , უნდა გადამდგარიყოო [პატრიარქი]. ეს ჩვენი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს თავში არ მოუვიდოდა, ვინ იცის რჯულის კანონი მაგათგან, რომ თუ კი დავნიშნავთ მოსაყდრეს, ის იძულებული იქნება გადადგეს, ეს მოდის საეკლესიო წრეებიდან. ვინ არის ის ვისაც მისი გადადგომა აწყობდა?! რა თქმა უნდა რუსეთის ეკლესიას” – განაცხადა თამარ მესხმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას” დირექტორი ასახელებს რამდენია ერთ ლიტრ საწვავზე აქციზის გადასახადი
  • სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა, მას ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობა
  • “ბრალი სრულად დაუსაბუთებელია – მინდა იმ ტრაგედიის მასშტაბები დაგანახოთ, რაც მოყვა ხელისუფლების ნებას გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს და შსს-ს მიერ უხეიროდ ჩატარებულ გამოძიებას” – ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge