Wednesday, April 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იმათ იდარდონ ვინც გუშინ სინოდის სხდომაზე მეუფე ისაიას ღვაწლი და შრომა არ დაინახეს, თორემ ჩვენ მისი სახით უკვე გვყავს ყველაზე ძვირფასი მამა” – რას ამბობენ მეუფე ისაიაზე

April 29, 2026
“იმათ იდარდონ ვინც გუშინ სინოდის სხდომაზე მეუფე ისაიას ღვაწლი და შრომა არ დაინახეს, თორემ ჩვენ მისი სახით უკვე გვყავს ყველაზე ძვირფასი მამა” – რას ამბობენ მეუფე ისაიაზე

ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში მეუფე ისაიასთან დაკავშირებით პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს:

“როდესაც საოცრად მშვიდი, სათნო და ამავდროულად გაუტეხელი, მებრძოლი სულის ვაჟკაცი, გაცვეთილი ბერის ჩოხით წლებია ოკუპირებულ ტერიტორიებს საკუთარი სიცოცხლის ფასად დარაჯობ. როცა ვერცერთ შენს მღვდელ – მონაზონს, მსახურების თუ წესის აგების შემდეგ, ვერავინ შეჰკადრებს თანხის მიცემას. როცა შენს ეპარქიაში, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის შენი სამღვდელო წოდება, იერარქია და დღემდე, როგორც რიგითი მღვდელი, ემსახურები მრევლს: მიცვალებულის წესის აგება, ნათლობა, ჯვრისწერა, რომელი მსახურებაც, როგორც მღვდელმთავარს, ოფიციალურად აღარ გეკუთვნის. როცა საკუთარი ხელით გაქვს აშენებული ეპარქიაში ყველა შენობა- ნაგებობა! როცა თავად ხარ იმ ავტობუსის მძღოლი, რომელიც გაყიდული ჯიპის სანაცვლოდ შეუძინე სოფელს და წლები დაგყავს ნიქოზიდან თბილისში ბავშვები ხატვაზე. როცა საოკუპაციო ხაზთან, ერთ არაფრით გამორჩეულ, ომისგან დაცლილ, სოფელ ნიქოზში, საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის ჩატარებას დაუდებ საფუძველს და ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება მსოფლიოს წამყვანი ანიმატორებისთვის, ღირსება და პატივი გახდება. როცა საოკუპაციო ხაზთან, ერთ არაფრით გამორჩეულ სოფელში, ააშენებ სამხატვრო სკოლას. გააკეთებ თოჯინების თეატრს, ჩამოაყალიბებ სიმღერის, კერამიკის, გალობის, ხალხური საკრავებს წრეს. როცა ქვეყანაში, მხოლოდ შენს დაქვემდებარებაში მყოფ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება შენი იურისდიქცია და ქართულად აღესრულება მღვდელმსახურება. როცა მიტროპოლიტებიდან იმითაც ხარ გამორჩეული, რომ არასოდეს არ გიკეთებია ბიზნესი, როცა ვაჭრობა და აღებ-მიცემობა უცხოა შენთვის. როცა ვერავინ, ვერც საერო და ვერც სასულიერო ცხოვრების პერიოდის დროს, ვერცერთ გადაცდომას, სამხილს ვერ დადებს შენზე., როცა ათონის მთაზე ჩახვალ მიტროპოლიტი ისე რომ არავის ეცოდინება შენი ტიტული და იქ, ადგილობრივ ბერებთან ერთად, როგორც მორჩილი იმსახურებ. როცა აგვისტოს ომის დროს ბომბები ცვივა ეკლესიის ეზოში და შენ იესოს ჯვრით დგახარ შენს მორჩილებთან ერთად და უკან არცერთი ნაბიჯთ არ იხევ. როცა აგვისტოს ომის დროს, პატრიარქს უარს განუცხადებ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებაზე და ეტყვი ,,ჩემ ხალხს, ჩემ ქვეყანას აქ ვჭირდები და უფლება არ მაქვს ესენი მივატოვო”. როცა პირველი ხარ, რადგან ყველას მსახური ხარ! როცა აფხაზეთის ომის დროს, ის ავადსახსენებელი ჭუბერი გაქვს ფეხით გადმოვლილი და საკუთარ ტყავზე გაქვს გამოცდილი მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს იქ ტრიალებდა და ამაზე არსად, არასოდეს არავისთან საუბრობ. როცა ხალხს, ჩვენს დროში, ბიბლიიდან გადმოსული პერსონაჟი ჰგონიხარ, ესიგი ჰგავხარ შენ იმას, ვისაც მსახურობ – ქრისტეს!
იმათ იდარდონ ვინც გუშინ სინოდის სხდომაზე მეუფე ისაიას ღვაწლი და შრომა არ დაინახეს, ( წმინდა კაცს წმინდა ირჩევს) თორემ ჩვენ, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც გვქონია მასთან შეხვედრის ბედნიერება, მისი სახით უკვე გვყავს ყველაზე ძვირფასი მამა, ძმაკაცი, მეგობარი, გვერდში მდგომი, გულის მესაიდუმლე, სულის მკურნალი, უღალატო მსახური, ჭირის გამზიარებელი და გაუტეხელი ვაჟკაცი. ეს სტატუსები კი დამიჯერეთ, ბევრად აღემატება საჯარო, პრივილეგირებულ რეგალიებს, ჩინ მენდლებს და ბაფთიან ორდენებს. ერთხელ ერთ-ერთ ტაძარში მითხრეს : ,,მიტროპოლიტი როგორც გამოჩნდება დაიჩოქეთ, თავი დახარეთ და მარჯვენა ხელზე ეამბორეთო”..
ეგ რანაირად მეთქი გავიკვირვე. როგორ კაცო შენ მიტროპოლიტი არ გყავს აქამდე ნანახიო ? კი მყავს ნანახი მაგრამ ჩვენ ნიქოზის მიტროპოლიტ ისაიას რომ დავინახვთ მივდივართ ვეხუტებით და ვეფერებით მეთქი.
– ყველაზე დიდი ჯილდო და თანამდებობა ხალხის სიყვარულია!
როდესაც გულისმიერი კავშირით ხარ უფალთან დაკავშირებული, უცხოა შენთვის ამ სოფლის ცბიერება, უკუღმართობა, უწესობა, უმსგავსობა, ხრიკები, კუდის ქიცინი. ვერავინ ვერ გმართავს, ვერავის ლაქია ვერ იქნები და სწორედ ამიტომ ეშინიათ შენი! ზოგიერთებს ბევრი რამ აქვთ დასაკარგი-ამ ცხოვრების სიამტკბილობებს ვერ ელევიან.
მადლობა შენ მეუფეო, ამ მძიმე ჟამს, შენი არსებობით გვაძლევ იმედს, რომ უპირობო სიყვარული და სიკეთე ჯერ კიდევ არსებობს და შენ ხარ თავად ამის ნათელი მაგალითი, რომ ყველაფერი, ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. რომ უფლის ძიებას, პატიების სწავლას, სიმშვიდის, სილამაზის შეგრძნებას და საკუთარ ეგოსთან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!
,,ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ‘’ – მრავალჟამიერ, ჩვენი დროის გმირ მეუფე ისაიას!!!” – წერს ლევანი შერმადინი მეუფე ისაიაზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებზე 45 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
  • გაამართლეს მძღოლი ადიგენში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა
  • პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 84 პირს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge