დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის გადაკეტვის საქმეებზე 4 პროცესი გაიმართა. 3 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს.
ია მღებრიშვილი – 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
ინგა ბუაძე – 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
გიორგი ჩაჩანიძე – 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
ხატია მოლაშვილი – სიტყვიერი გაფრთხილება – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე.
