Wednesday, April 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მშობლებისთვის კარი არასდროს დაგვიხურავს – რა წამს გაჩნდება რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას” – მიხეილ სარჯველაძე

April 29, 2026
“მშობლებისთვის კარი არასდროს დაგვიხურავს – რა წამს გაჩნდება რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას” – მიხეილ სარჯველაძე

მშობლებისთვის კარი არასდროს დაგვიხურავს სამინისტროში და ახლაც იქნება ეს კარი ღია. ყოველთვის ეს კარი იქნება ღია – რა წამს გაჩნდება რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო უწყვეტად გააგრძელებს ამ თემებზე მუშაობას.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტი, რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი. რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას. თუ ევროპული სახელმწიფოები იპოვიან პასუხებს ამ კითხვებზე, მერწმუნეთ, მათაც იციან ეს საკითხები კარგად, მათაც აღელვებთ და არც ისინი აყენებენ სიძვირეს პირველხარისხოვან საკითხად, ეს ტალღასავით გადაუვლის, მთელს ევროპას და მათ შორის საქართველოც შეძლებს მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, ცდება თუ ვინმეს ჰგონია, რომ არ მესმის, როცა ინტერნეტში ნახავთ დაფინანსებული ექიმის სტატიას, რომელიც ხოტბას ასხამს რომელიმე ამ მედიკამენტს ან რომელიმე ორგანიზაციის ქებას მოისმენთ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გავარჩიოთ სიმართლე და გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც იქნება სწორი, მართალი. აქვე საჯაროდაც შემიძლია ყველას ვუთხრა, რომ ვისაც ობიექტურად და გულწრფელად აქვს კითხვები საკითხის რეალურად შესწავლის სურვილი და არა ემოციებით მანიპულირების სურვილი, შემიძლია შევხვდე სამინისტროში და პირადადაც მივაწოდო პასუხები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ეს შესწავლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და გადაწყვეტილების მიღებისთვის ბაზა, ბუნებრივია, რომ ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და კარგი იქნება, რომ მუშაობა ხორციელდებოდეს ყველა მშობლის ჩართულობით. მათთვის კარი არასდროს დაგვიხურავს სამინისტროში და ახლაც იქნება ეს კარი ღია. ყოველთვის ეს კარი იქნება ღია. თუმცა მათ ამ კარშიც შემოსვლამდე სამინისტრო უწყვეტად გააგრძელებს ამ თემებზე მუშაობას. სამინისტროში არაერთი ადამიანია, რომელიც პირადად ჩართულია ამ საკითხების მოწესრიგებაში, შესწავლაში“,- განაცხადა სარჯველაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “იაფფასიანი სპეკულაციები, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ პენსიონერებს მედიკამენტებში, სწორი არ არის” – მიხეილ სარჯველაძე
  • დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი სპორტდარბაზში გულის შეტევით გარდაიცვალა
  • დაპირისპირება მარნეულში – პროტესტის შემდეგ, დაკავებული ფერმერები გაათავისუფლეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge