ამ წუთებში დაპირისპირებაა მარნეულში მარნეულში – პოლიცია ერთი მეორის მიყოლებით აკავებს ფერმერებს, ვინც ქუჩაში საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვიდა. ბოსტნეულის მწარმოებლები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკამ ისინი გაკოტრებამდე მიიყვანა – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მათი თქმით, ქვეყანაში შემოსული ირანული და თურქული ბოსტნეულით ბაზარი გაივსო, ხალხს კი მოსავალი ულპება, ამიტომ – იძულებულები არიან პროდუქციაზე იმაზე იაფად გაყიდიონ, ვიდრე მისი მოყვანა დაუჯდათ.
“ივანიშივლი გადაგვიხდის ვალებს?” – იძახდნენ ქუჩაში გასული აქციის მონაწილეები, რასაც რამდენიმე წუთში დაკავებები მოჰყვა.
