Wednesday, April 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბოლო წლებში, ალბათ, ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი” – თაზო დათუნაშვილი

April 29, 2026
“კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბოლო წლებში, ალბათ, ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი” – თაზო დათუნაშვილი

ირაკლი კობახიძე უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ბაზარში და არც მაღაზიაში, ალბათ, ნამყოფი არ არის. ის რომ მაღაზიებში ნამყოფი იყოს, ამ უტიფარი ტყუილით არ დაკავდებოდა, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა სურსათის გაიაფებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს „საქონლის და ღორის რბილი ხორცი, ნახევარ კილოგრამი, 10 ლარი ღირს“, არის ტყუილი და მოსახლეობის დაცინვა.

„გუშინ ირაკლი კობახიძემ გააგრძელა ფასების ჩავარდნილი კამპანიის მორიგი ტყუილებით გადარჩენის მცდელობა. მართლაც ადამიანური უტიფრობის ყველა ზღვარი მოხსნილია, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა კაცმა გადაწყვიტა, რომ 500 გრამი ხორცის ფასი შეიძლება ქართულ მაღაზიებში 10 ლარი იყოს და აყიდვინებდა ჟურნალისტებს, ხოლო 10 კვერცხის ფასი 4 ლარი და 60 თეთრი. აქამდე ქართულმა საზოგადოებამ იცოდა, რომ ირაკლი კობახიძე არ იყო ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან, რომ ირაკლი კობახიძე იყო გაყიდვების ბიჭუნა კონკრეტული დეველოპერული კომპანიისთვის, ახლა დაემატა თურმე საქართველოში ფასების აბსოლუტური უცოდინარობა და ის, რომ ირაკლი კობახიძე უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ბაზარში და არც მაღაზიაში ალბათ, ნამყოფი არ არის. ის, რომ მაღაზიებში ნამყოფი იყოს, ამ უტიფარი ტყუილით არ დაკავდებოდა. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეების ასე გაბაიბურება. 500 გრამი საქონლის ხორცი ყველაზე მინიმალური ღირებულება არის არა 10 ლარი, არამედ 15 ლარი. საქართველოში ადამიანი არ მეგულება, ხორცის ფასს ნახევარ კილოობით ითვლიდეს. აქაც „ტყუილის მოკლე ფეხი“ ნათლად ჩანს. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეამოწმოთ მარკეტებში ფასი“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, ნახევარი კილო ხორცი ერთი ოჯახის ერთი სადილიც კი ვერ იქნება, რადგან არავის ჰყოფნის. გარდა ამისა, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ასევე არ გაიაფებულა საქართველოში კვერცხის ფასი, რაზეც ხელისუფლება საუბრობს.

„ქართული ოცნების“ ამ კომისიის სიმბოლო გახდა კვერცხის ფასი. კვერცხით მსჯელობენ საქართველოს მოსახლეობის მომავალზე და გამოკვების ხარისხზე. კვერცხის ფასი 5.5%-ით იყო გაზრდილი, შემდეგ მწარმოებლებმა 5%-ით შეამცირეს. სინამდვილეში, არაფერი გაიაფებულა, 1-ელი იანვრის ნიშნულს დაუბრუნდა კვერცხის ფასი. სააღდგომოდ ყველამ კარგად ვიცით, რა ღირდა კვერცხი ბაზარში. ამასთანავე, წინასწარ არის ცნობილი, რომ ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილია, საწვავის ფასი უკვე 4 ლარს გადასცდა და ზუსტად ვიცით, რომ ფასები მოიმატებს. ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი შეურაცხყოფაა. მოსახლეობის, რომელიც ყოველდღიურად ლუკმა-პურისთვის იბრძვის. უკიდეგანო შეურაცხყოფა არის, ფასებით მანიპულირება მოახდინო და იმ ფასებზე ილაპარაკო, რომელიც კონკრეტულ სუპერმარკეტებში, კონკრეტულ დღეებში ფასდაკლებაზე ფაქტობრივად, ჩამოწერილ პროდუქციაზე აქვთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს ეუბნება, რომ ისეთი ხორცი უნდა ჭამონ, რომელსაც 2 დღეში ვადა გაუვა“,- განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი განმარტებით, ტყუილების ნაცვლად, ირაკლი კობახიძე უნდა საუბრობდეს გაზრდილ ფასებზე და ხელისუფლების რეალურ გეგმაზე, როგორ შეამცირებდა ფასებს.

„ეს არის ის რიცხვები, რითაც სერიოზული ადამიანი, ვინც პრემიერ-მინისტრის პოზიციას იკავებს, უნდა ელაპარაკებოდეს თავის მოქალაქეებს და არა სამარცხვინო, პროპაგანდისტულ ტყუილებზე, რომელიც მარია ანტუანეტას პოზაში წარმოაჩენს. მარია ანტუანეტა ლამაზი ქალი მაინც იყო, პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცისგან განსხვავებით“,-განაცხადა დათუნაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მეუფე ნიკოლოზის წერილი სინოდს
  • “რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ რა ზიზღიც აქვს, ვიცით, ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს” – შალვა პაპუაშვილი
  • “ნაციონალური მოძრაობა“ ვთავაზობთ ივანიშვილის ბანდიტურ დაჯგუფებას დებატებს იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგას ფასების სტაბილურობისთვის” – ლაშა ფარულავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge