Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, შვიდ-შვიდი ხმა კი – მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა

April 28, 2026
პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, შვიდ-შვიდი ხმა კი – მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), შვიდ-შვიდი ხმა კი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი).

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდის განჩინებას მოგვიანებით სინოდის მდივანი წაიკითხავს.

„შედეგებს რაც შეეხება, დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა, სამი კანდიდატია – მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. შემდგომში, მოგეხსენებათ, ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი გვაჩვენებს, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი, 7-7 ხმა.

დღევანდელ სხდომაზე მთავარი, პრინციპული საკითხი, რაც ამ თემებს გადაწყვეტდა, იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით. ასე რომ, ამის მიხედვით იხელმძღვანელა სინოდმა. გაფართოებული კრების თარიღი ჯერ არ არის გარკვეული“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია. პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – ნია იმნაძე სასამართლოში არ გამოცხადდა
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge