Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გაძვირება ტყუილია…წაგიყვანოთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი? საქონლის და ღორის რბილ ხორცს, ნახევარ კილოგრამს, 10 ლარში გაყიდინებთ” – ირაკლი კობახიძე

April 28, 2026
“გაძვირება ტყუილია…წაგიყვანოთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი? საქონლის და ღორის რბილ ხორცს, ნახევარ კილოგრამს, 10 ლარში გაყიდინებთ” – ირაკლი კობახიძე

რა 85 თეთრი? წაგიყვანოთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი? მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს, ნახევარ კილოგრამს, 10 ლარში გაყიდინებთ, – ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც მან გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

უფრო კონკრეტულად კი, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ გაძვირდა პარლამენტში შექმნილი, ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პარალელურად ქვეყანაში ფასები, მათ შორის „გაიაფებული კვერცხის ფასიც კი“.

„გაძვირება ტყუილია, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში მომავალ კვირაში გვექნება და ამის შემდეგ, საბოლოო გეგმით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.

მას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როდის იყო ბოლოს ის ან მისი ოჯახის წევრი მაღაზიაში.

„ვაკვირდები ხოლმე, ვებ-გვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო ერთი თვის წინ, იგივე ფასებია შენარჩუნებული, განსაკუთრებით, ძირითად პროდუქტებზე… კომპიუტერში ასახულია რეალური ფასები, რაც მაღაზიაში გვხვდება. რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი რა ღირდა და რა ღირს?“ – განაცხადა კობახიძემ, რაზეც მას ჟურნალისტმა უპასუხა, რომ კვერცხის ფასი 85 თეთრია.

„რა 85 თეთრი? წაგიყვანთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი?“ – უპასუხა კობახიძემ, რაზეც მას ჟურნალისტი კვლავ ჩაეკითხა, თუ იცოდა, ხორცი რა ღირდა.

„რა ღირს? მე გაყიდინებთ კონკრეტულ ფასში, რამდენშია თქვენ მითხარით და მე შეგისწორებთ. მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს ნახევარ კილოგრამს 10 ლარში გაყიდინებთ“, – განაცხადა კობახიძემ, რაზეც მას ჟურნალისტი კვლავ ჩაეკითხა, თუ სად ყიდულობს ის ამ პროდუქტებს.

„ნახევარ კილოგრამს გაყიდინებთ 10 ლარში – საქონლის რბილი ხორცი და ღორის რბილი ხორცი. 10 ლარად გაყიდინებთ, თქვენ თქვით 40. წაგიყვანთ მაღაზიაში, როგორც კი დასრულდება ჩაწერა, გაჩვენებთ ფასებს, მათ შორის, ვებ-გვერდზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – ნია იმნაძე სასამართლოში არ გამოცხადდა
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • პროკურატურამ დუშეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge