Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

დავით გარეჯის ბედი – “ქართულ ოცნებაში” არ პასუხობენ კითხვას, რა გააკეთეს მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვრის დასადგენად

April 28, 2026
დავით გარეჯის ბედი – “ქართულ ოცნებაში” არ პასუხობენ კითხვას, რა გააკეთეს მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვრის დასადგენად

აჭარის მთავრობის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, არჩილ სამნიძემ კითხვები დავით გარეჯის შესახებ დაუსვა.

ცნობისთვის, ზურაბ პატარაძე წლების მანძილზე იკავებდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი გადაწყდება ისე, როგორც შეეფერება “ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას”.

“ჩვენც გვაქვს ნათქვამი, რომ კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით, დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით არსებობს სახელმწიფო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები.

დამერწმუნეთ, ეს საკითხი გადაწყდება ისე, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას,” – ამბობს პატარაძე.

არჩილ სამნიძის კითხვაზე გამოიყენა თუ არა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ახალი, ე.წ. აღმოჩენილი რუკა რაიმე ოფიციალურ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარესთან? – პატარაძემ უპასუხა, რომ ეს კომპლექსური საკითხია და ახლა მუშა პროცესი მიმდინარეობს.

არჩილ სამნიძე: – როდესაც წინასაარჩევნოდ ამას ვიყენებთ, როგორც პროპაგანდისტულ გზას, როდესაც თითქოს ახალი რუკა აღმოვაჩინეთ, ვინმე ხიდაშელი ეროვნულ გმირად გამოვაცხადეთ, სხვები მოღალატეებად, სისხლის სამართლის საქმეც კი აღუძარით, რომელიც ასევე თქვენ სასამართლოს მოუწია, რომ ეს საქმე დაეხურა. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მქონდა კითხვა და ვერ მივიღე პასუხი.

ეს ახალი, ე.წ. აღმოჩენილი რუკა გამოიყენეთ თუ არა რაიმე ოფიციალურ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარესთან, გვაქვს თუ არა რაიმე ხელშესახები შედეგი ამ მიმართულებით?

ზურაბ პატარაძე: – არანაირი პროპაგანდა არ არის, აქ არის ცოცხალი პროცესი. როგორც მე აღვნიშნე დელიმიტაცია-დემარკაცია ცალმხრივი პროცესი არ არის, ორივე მხარის შეთანხმების საკითხია და მხოლოდ ერთ ლოკაციას არ ეხება ეს. ეს არის კომპლექსური საკითხი და არანაირი პოპულიზმი აქ არ არის წინასაარჩევნო გადადგმული პროცესები. ეს არის მუშა პროცესი და მე კიდევ ერთხელ გავმეორდები, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც შეეფერება ორ მეგობრულ ქვეყანას”.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრის განცხადებით, მან რუკის გამოყენებაზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

“ორ მოძმე ერს როგორც შეეფერება – ვერ მივხვდი ამის განმარტებას, ჩვენ ისტორიულ მიწა-წყალზეა საუბარი, ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი – ეს ახალი რუკა ჩაიტანეთ თუ არა, რომლის გამო გმირად ვაქციეთ გაურკვეველი ტიპის ადამიანი და ტენდერები და ბიზნესგარიგებები შედგა უკვე მასთან მიმართებაში, ხიდაშელზე ვსუაბრობთ,” – თქვა არჩილ სამნიძემ.

აღნიშნულ საკითხზე “ტვ პირველმა” კითხვა დაუსვა “ქართული ოცნების” დეპუტატს ლევან მაჭავარიანსაც:

“ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საჯარო კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობა, ისევე, როგორც ჩვენი და სომხეთის ურთიერთობა არის მეგობრობის უმაღლეს ნიშნულზე,” – თქვა ლევან მაჭავარიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – ნია იმნაძე სასამართლოში არ გამოცხადდა
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • პროკურატურამ დუშეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge