Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ლილოს ნაგავსაყრელის არსებობა არის ბიოლოგიური ომი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ – მიმდებარე დასახლებებში გაზრდილია სიმსივნის რიცხვი, უშვილობა, რესპირატორული და ალერგიული დაავადებები” – დაჯი კოვზირიძე

April 28, 2026
“ლილოს ნაგავსაყრელის არსებობა არის ბიოლოგიური ომი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ – მიმდებარე დასახლებებში გაზრდილია სიმსივნის რიცხვი, უშვილობა, რესპირატორული და ალერგიული დაავადებები” – დაჯი კოვზირიძე

ლილოს ნაგავსაყრელის არსებობა არის ბიოლოგიური ომი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ – მიმდებარე დასახლებებში გაზრდილია სიმსივნეების რიცხვი, უშვილობა, რესპირატორული და ალერგიული დაავადებები, ხეხილის და მცენარეების ხმობა, პირუტყვის დახოცვა, ნაჟური წყლის მიღების გამო. მოსახლეობა გაუსაძლის პირობებშია, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლილოს ნაგავსაყრელი არის ბიოლოგიური საფრთხის ზონა, ადგილი, სადაც ეკოლოგიური, სანიტარული და ჯანმრთელობის რისკები იკვეთება.

„2019 წელს ბატონი კალაძე დაპირდა მოსახლეობას, რომ მოიძიებდა ალტერნატიულ ფართს და დაიხურებოდა ლილოს ნაგავსაყრელი ეტაპობრივად, მანამდე კი უნდა მოწყობილიყო გაზშემკრები და გრუნტის წყლების შემკრები მოწყობილობები, ეს დასრულდებოდა 2021 წელს. მართალია, რომ კალაძე არასდროს არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ ნაგავსაყრელი ყოველდღიურ პრობლემებს უქმნის მოსახლობას. ეს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მისი გავლენა გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა. გასაგებია, რომ ეს პრობლემა, მემკვიდრეობითია, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებთ. ლილოს ტერიტორიაზე ნარჩენების დაგროვება ქმნის სერიოზულ ეკოლოგიურ რისკებს წყალარინების სისტემებისთვის. ტოქსიკური ნაჟური აღწევს ნიადაგში, ჩადის მიმდებარედ არსებულ იორის არხში, რომელიც თავის მხრივ უერთდება თბილისის ზღვას და წყლის რესურსებზეც ახდენს ზემოქმედებას, რადგან თბილისის ზღვიდან მარაგდება სასმელი წყლით ქალაქი. ეს ნიშნავს, რომ გარემოს დაბინძურება არ არის ლოკალური. ჰაერის დაბინძურებაც არანაკლებ პრობლემურია. ნარჩენების ლპობის შედეგად გამოყოფილი აირები ქმნის საშინელ სუნს, რომელიც კილომეტრობით ვრცელდება. გაუსაძლისი ხდება იქ ცხოვრება. როდესაც ამ ფონზე ქალაქში ავტომობილების შეზღუდვაზე ვსაუბრობთ ეკოლოგიის სახელით, ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ ვაიგნორებთ პრიორიტეტებს? მიმდებარე დასახლებებში გაზრდილია სიმსივნეების რიცხვი, უშვილობა, რესპირატორული და ალერგიული დაავადებები, ხეხილის და მცენარეების ხმობა, პირუტყვის დახოცვა, ნაჟური წყლის მიღების გამო. მოსახლეობა გაუსაძლის პირობებშია.

დღეს ლილოს ნაგავსაყრელი არის ბიოლოგიური საფრთხის ზონა, ადგილი, სადაც ეკოლოგიური, სანიტარული და ჯანმრთელობის რისკები იკვეთება. ასეთი მდგომარეობა არ არის ნორმა არც ერთ თანამედროვე ქალაქთან ახლოს. მოსახლეობას ჰქონდა უამრავი შეხვედრა მერიასთან და თბილსერვის ჯგუფთან, იყო ცრუ დაპირებები, დახურვასთან დაკავშირებით, მაგრამ ნაგავსაყრელი დღეს უფრო მეტად გაიზარდა და მეტ ეკოლოგიურ და ჯანმრთელობისთვის საშიშ რისკებს ქმნის. პრობლემა მხოლოდ წარსულში არაა, ვინ დაიწყო ან ვინ გადმოიბარა, საკითხია, რას ვაკეთებთ ახლა. ნაგავსაყრელის წინ არის 3,5 -იანი ამორტიზებული გზა, რომლის რეაბილიტაციაც უნდა დასრულებულიყო 22-23 წლებში, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელიც „ოცნების“ ახლო გარემოცვას წარმოადგენდა, 450 000 ლარი მიითვისა და გზა არ გააკეთა. საინტერესოა ეს თანხა დაბრუნდა ბიუჯეტში? ან ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ გზა, რომელიც განტვირთავს კახეთის გზატკეცილს და ამ მოკლე გზით გადაადგილდება ნორიოს, მარტყოფის და გლდანის მოსახლეობა, დღესაც ამორტიზებულია და შეუძლებელია მისით სარგებლობა. მოგიწოდებთ, დიდი ლილოს, ლილოს, ნასაგურის, წინუბნის, ნორიოს და მარტყოფის მოსახლეობის სახელით, დაიხუროს ლილოს ნაგავსაყრელი და მოახდინეთ მის წინ არსებული გზის რეაბილიტაცია, რათა განიტვირთოს კახეთის გზატკეცილი და ნორიო-მარტყოფის მოსახლეობას მიეცეს მოკლე გზით გადაადგილების საშუალება. დახურეთ ლილოს ნაგავსაყრელი, მიეცით ადამიანებს სუფთა ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობა.“- განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, შვიდ-შვიდი ხმა კი – მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • პატრიარქობის სამი კანდიდატს ვინაობა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge