Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თანამდებობა მამუკა მდინარაძისთვის – ოპოზიცია ინიციატივას “არასერიოზულს” უწოდებს

April 28, 2026
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

მამუკა მდინარაძისთვის ახალი თანამდებობის შექმნას ოპოზიცია “არასერიოზულს” უწოდებს. საკითხს ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. მათი თქმით, ინიციატივა არ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და მხოლოდ კონკრეტული პირისთვის ახალი პოზიციის შექმნას ისახავს მიზნად. ოპონენტები ცვლილებებს არაფორმალური მმართველობის გაგრძელებად აფასებენ და უსაფრთხოების სისტემაში დამატებითი ბიუროკრატიის გაჩენაზე საუბრობენ.

ცვლილებებს გამოეხმაურა “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი ლანა გალდავა, რომელმაც ახალი უწყების შექმნის საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინსტიტუტები უნდა იქმნებოდეს მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

“ინსტიტუციები და თანამდებობები უნდა იქმნებოდეს სახელმწიფო საჭიროებისთვის და არა კონკრეტული პირების ინტერესებისთვის. გაუგებარია საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც არსებობს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანას მთავრობის მეთაურობით მართავს, რა საჭიროა ახალი უწყების დამატება, ახალი თანამდეობის შემოღება და თუ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო სჭირდებოდათ, არსებობდა თავიდან ეროვნული უშიშროების საბჭო, შემდეგ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების კრიზისების მართვის საბჭო, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო – ყველა ეს უწყება გაუქმებულია, ამჟამად კი ვიწყებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავის მხრივ არის არასერიოზული და ამავდროულად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის” – ამბობს ლანა გალდავა.

ინიციატივა გააკრიტიკა გახარიას გუნდის წევრმა გიორგი შარაშიძემაც, რომლის შეფასებით, დაგეგმილ ცვლილებებს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასთან რეალური კავშირი არ აქვს და წარმოადგენს არაფორმალური მმართველობის კიდევ ერთ გამოვლინებას.

“ამ ცვლილებებს არანაირი კავშირი ჩვენი ქვეყნის პრობლემების გადაჭრასთან და საქართველოს უსაფრთხოების საკითხების გადაჭრასთან არ აქვს. ეს არის არაფორმალური მმართველობის მორიგი გამოვლინება. რა ვიცე პრემიერობასა და სახელმწიფო მინისტრობაზეა საუბარი, კაბინეტსაც კი არ აძლევენ ნორმალურს და აპარატიც არ ექნება, როგორც აღმოჩნდა და მდივანიც არ ეყოლება მდინარაძეს. საერთოდ, ვურჩევდი მას, რომ ამ კაბინეტზეც ძალიან ნუ იქნება ჩაციკლული და ბოლო ბოლო დისტანციურად იმუშაოს მაშინ სახლიდან” – ამბობს გიორგი შარაშიძე.

მკვეთრი შეფასებები გააკეთა ანა წითლიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი თანამდებობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და, მისი აზრით, შექმნილი სტრუქტურა შესაძლოა მოკლევადიანიც აღმოჩნდეს.

“მდინარაძე, რომელიც მოისროლეს სუსიდან, იმისთვის, რომ არ გამოჩნდეს, რომ ვითომ ასე მოისროლეს ამხელა სუსის უფროსი კაცი, გადაწყვიტეს, რომ შეუქმნან რაღაც ფორმალური სამინისტრო. ვიმეორებ, არანაირი უფლებამოსილებებით, არა თანამშრომლებით, არა ვალდებულებებით, ერთადერთი ფუნქციით მხოლოდ, რომ რაღაცა ბიუროკრატია, სადაც იქნება მხოლოდ მამუკა მდინარაძე და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი, ამ უწყებას თუ სამინისტროს, რასაც ახლა უქმნიან მდინარაძეს, ესეც ძალიან მოკლე ვადიანი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება რამდნეიმე თვის შემდეგ, ჩვენ საერთოდ, ვიხილოთ, რომ რეორგანიზაციის შედეგად გააუქმეს ეს უწყება” – ამბობს ანა წითლიძე.

პარლამენტში ამ წუთებში იმ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარმოადგინა და რომელიც სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძსთვს ახალი თანამდებობის შექმნას გულისხმობს.

მდინარაძემ სამართალდამცავ და ძალოვან უწყებებს უნდა გაუწიოს კოორდინაცია, თუმცა სუს-ის ყოფილ უფროსს არც თანამშრომლები ეყოლება და არც საკუთარი ბიუჯეტი ექნება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, შვიდ-შვიდი ხმა კი – მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • პატრიარქობის სამი კანდიდატს ვინაობა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge