Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სინოდის სხდომაზე ფარული კენჭისყრა გაიმართება – კანდიდატების სახელებს ხმამაღლა წაიკითხავენ, შემდეგ კი ბარათებს, რომლებზეც სინოდის წევრებმა არჩევანი დააფიქსირეს, დაწვავენ

April 28, 2026
სინოდის სხდომაზე ფარული კენჭისყრა გაიმართება – კანდიდატების სახელებს ხმამაღლა წაიკითხავენ, შემდეგ კი ბარათებს, რომლებზეც სინოდის წევრებმა არჩევანი დააფიქსირეს, დაწვავენ

სინოდის სხდომაზე ფარული კენჭისყრა გაიმართება – კანდიდატების სახელებს ხმამაღლა წაიკითხავენ, შემდეგ კი ბარათებს, რომლებზეც სინოდის წევრებმა არჩევანი დააფიქსირეს, დაწვავენ. ამის შემდეგ კი ცნობილი გახდება იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებსაც მღვდელმთავრები აარჩევენ.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეკრებას 38 მღვდელმთავარი ესწრება. სხდომაზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოვიდა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე. ხმების დამთვლელ კომისიას მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ხელმძღვანელობს.

ცნობილია, რომ პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.

სინოდის თითოეულ წევრს ერთი საპატრიარქო კანდიდატის, მათ შორის – საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლებაც აქვს. სამი მღვდელმთავარი, რომელიც სინოდის სხდომაზე ხმათა უმრავლესობას მიიღებს, კენჭს უკვე გაფართოებულ კრებაზე იყრის. კრებაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას კი მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

გაფართოებული კრების მოწვევის თარიღი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებითაა დადგენილი – კრება იმართება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა. აღნიშნული კრების გამართვის თარიღი სინოდმა დღევანდელ სხდომაზე უნდა დაადგინოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, შვიდ-შვიდი ხმა კი – მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • პატრიარქობის სამი კანდიდატს ვინაობა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge