შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი წლებია სპორტსმენებსა და ინფრასტრუქტურას ფინანსურად აქტიურად უჭერს მხარს.
“…სპორტში ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს – 100 მილიონობით დოლარია დახარჯული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, და 15-16 წელიწადზე მეტია დღესაც სპორტსმენები, მათი მწვრთნელები იღებენ ხელფასს ბატონი ბიძინასგან. ასე რომ, სპორტში ძალიან დიდი ქველმოქმედება გააკეთა, დღემდე მიმდინარეობს ეს. აფინანსებს ფედერაციებს და ა.შ…” – თქვა შოთა ხაბარელმა პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე.
