ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გადასახადების შემცირება და საწვავზე აქციზის დროებითი გაუქმება აუცილებელია.
“პირველადი მოხმარების სურსათზე გადასახადის დაწევა არარელევანტური რატომაა, ან საწვავზე აქციზის გაუქმება? როგორც დროებითი ზომა გერმანელებმა შემოიღეს ახლახანს, კრიზისული ფასების დასტაბილურებამდე. პოლონეთმაც, ესპანეთმაც, პორტუგალიამაც, შვედეთმა, ლატვიამ.
არა, აბა ვიმსჯელოთ კარტელებზე, სოფლის მეურნეობის რეფორმაზე და “ქათამი უფრო ადრე იყო თუ კვერცხი”. ამასობაში, შიმშილით ამოვხადოთ სული ფასებით გაუბედურებულ მოსახლეობას.
ზოგიერთს რომ ვუყურებ, ხელისუფლებაში რომ იყოს, თვითონაც ფასების შემსწავლელ კომისიას შექმნიდა, ოღონდ ქოცებივით პიარისთვის კი არა, სრული სერიოზულობით “საკითხის შესასწავლად”.
ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ფსევდოპროფესიონალური ჭინთვები ყველაფერია, პოლიტიკოსობის გარდა. პოლიტიკოსი ხარ თუ “დარგის ექსპერტი” უნდა ჩამოყალიბდე, როცა პროფესიად პოლიტიკოსობას ირჩევ. განსაკუთრებით, იურისტები, ეკონომისტები და დიპლომატები” – წერს გვარამია.
