თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფართან სროლა იყო. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა თავშესაფრის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი, რომელიც თავშესაფრის მანქანის მინას იარაღით ურტყამს და ისვრის.
კადრებში ასევე ჩანს, რომ მანამდე რამდენიმე წუთით ადრე მანქანიდან არასრულწლოვანი გადმოვიდა.
