აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან „კარგ საუბრებს“ აწარმოებს.
„მართლაც ვესაუბრები მას (პუტინს) და მართლაც ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და ეს კარგი საუბრებია“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ „მუშაობს რუსეთ-უკრაინის საკითხზე“ და გამოთქვა იმედი, რომ ომის მოგვარება შესაძლებელი იქნება.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ისაუბრა პუტინსა და ზელენსკის შორის არსებულ პირად დაპირისპირებაზეც.
„პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სიძულვილი სასაცილოა. ეს სიგიჟეა. სიძულვილი ცუდი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა რამის მოგვარება გინდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
