24 აპრილს საბურთალოს ქუჩაზე მძიმე ავარია მოხდა. როგორც გაირკვა დაშავებული ქალბატონია, რომელმაც სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„ეს მე ვარ ორი დღის წინ.მართლა როგორი ხანმოკლე ყოფილა ცხოვრება… და რა უზარმაზარი ბედნიერებაა – უბრალოდ სიცოცხლე. ყველაფერი მახსოვს იმ მომენტამდე, სანამ შოკისგან გავითიშებოდი. ჯიპის ქვეშ ვიწექი და ვგრძნობდი, როგორ მაწვებოდა ეს უზარმაზარი მასა მთელ სხეულზე. სუნთქვა მიჭირდა. მესმოდა ჩემი ხროტინის ხმა.ერთადერთი, რაც თავში მიტრიალებდა, იყო ის, რომ ასე არ წარმომედგინა ჩემი სიკვდილი. ვიცოდი, რომ ვკვდებოდი… და მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, რომ კიდევ ერთხელ დაობლდებოდნენ ჩემი შვილები. არადა მე მათ ჯერ ისევ ვჭირდები.და მერე — სიჩუმე…თვალი რომ გავახილე, მივხვდი — ცოცხალი ვიყავი.
ხელები და ფეხები გავამოძრავე… და პირველად ამოვისუნთქე იმ ფიქრით, რომ ინვალიდი არ დავრჩებოდი.შემდეგ მოვიდა ჩვეულებრივი, ყოფითი ფიქრები, დედა, რომელიც იქვე მელოდებოდა… თუ შეესწრო ამას ვერ გადაიტანდა.მერე ის ადამიანი მოვიკითხე ვინც შემეჯახა — არც კი ვიცი ქალია თუ კაცი… მაგრამ გულით შემეცოდა. ვფიქრობდი, რა დღეში იქნებოდა… ალბათ ჩემზე ნაკლებად არა.ჩვენ ყველას გვაქვს შიშები ამ ცხოვრებაში. და მე ყოველთვის მეშინოდა, რომ ოდესმე ვინმესთვის სიცოცხლე არ მომესწრაფა. ეს შიში განსაკუთრებით მაშინ გამიძლიერდა რაც ჩემი შვილები დასხდნენ საჭესთან, არ ვიცი, რა განსაცდელს ამარიდა ღმერთმა… ან რისთვის დავისაჯე ასე მაგრამ ვიცი ერთი რამ: უსაზღვროდ მადლობელი ვარ.იმ ავარიიდან, სადაც ალბათ გადარჩენის მხოლოდ 1% შანსი იყო, “მარტივად” გამოვაღწიე.თუ ოდესმე მილოცია ,ყველა წმინდანი ერთად შემეწია დღეს.და ვიცი რომ ვცოდავ როცა ვწუწუნებ იმაზე, რომ ორი თვე გაუნძრევლად უნდა ვიწვე.მერე როცა თვალს ვხუჭავ და ისევ ის კადრები მიტრიალებს…
ისევ მესმის ჩემი ხრიალის ხმა… ამის გამო მრცხვენია.და კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს უფალს.ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს… და იმ ადამიანებსაც კი, ვინც უბრალოდ შორიდან მიცნობდა და მაინც ჩემს გვერდითააარ ვიცი, როგორ მოედო ეს ამბავი ქსელივით მთელ ქალაქს… როგორ გაიგეს იმ ადამიანებმაც ვინც საქართველოშიც კი არ იმყოფებიან. თქვენი სიტყვები რომ ლოცულობთ ჩემზე, ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალას მატებს.ასობით ზარი და ათასობით შეტყობიბება ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ. ამიტომ მოვიკრიბე ძალა და ყველას ერთად გეხმიანებით.ერთი წუთია ცხოვრება… და სახლიდან გასულს არავინ ვიცით, რა გველის.აუცილეად უნდა აღვნიშნო გუნდი რომელმაც პირველი დახმარება გამიწია TIM • თიმი კლინიკის გუნდს, პირდაპირ მათ კართან მოხდა ეს ყველაფერი. და ერთი ადამიანი არ ვიცი ვინაა აუცილებლად ვიპონი ფეხზე რომ დავდგები და მადლობას მოვუხდი ჩემი გადარჩენისთვის.(სავარაუდოდ ამავე კლინიკის თანამშრომელია ) მან შეაჩერებინა მანქანა რომელიც უკან დახევას ცდილობდა და ბორბალი პირდირ ჩემს სახესთან შემოტრიალდა. პატარა ბიძგი და თავს გამიჭყლეტდა. მანვე მოახერხა ის რომ ამხელა მანქანა ასწია და ისე გამომიყვანა იქიდან.
მადლობა ქართულ ამერიკული ჰოსპიტალი.მადლობა ჩემს ოჯახს…და თქვენ, ჩემო მეგობრებო — იმ წუთებში რომ იქ გაჩნდით, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდით.თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ.როგორი ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ…არასდროს ვყოფილვარ უმადური — და არც ახლა შემიძლია არ ვთქვა:ადამიანობა ისევ არსებობს.ის აპატარა გოგო და მისი ოჯახი უკვე რამდენი დღე დ ღამეა კლინიკასთან ათენებენ და აღამებენ. ისევე განიცდიან ამ ყველაფერს როგორც ჩემი ოჯახის წევრები. ორჯერ შემოვიდა რეანიმაციაში ვერ ისვენებდა ტიროდა. იქით ვაწყნარებდი რომ ყველაფერი ხდება . ძალით ხო არ უნდოდა. უბრალოდ არსწორ ადგილას შევხვდით ერთმანეთს მეზობლები ამ უბედურმა შემთხვევამ დაგვაკავშირა და გაგვაცნო ერთმანეთი.
ალბა ესეც ღმერთის ნება იყო. ასე იყო საჭირო.მოკლედ არ მჯერა რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. არ მჯერა რომ ამ ისტორიის მთავარი გმირი მე ვარ.მაგრამ მაინც , გვიყვარდეს და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია როცა ამხელა ძალას გრძნობ გვერდზე, რასაც მეგობრობა და სიყვარული ჰქვია . 24 აპრილი ჩემი დაბადების დღეა მე თავიდან დავიბადე “ – წერს მარი კელენჯერიძე სოციალურ ქსელში.
