Sunday, April 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თუ ტრანსპორტში ბარათი დააფიქსირეთ, მაგრამ მაინც დაჯარიმდით – როგორ უნდა მოიქცეთ და რა შემთხვევაში დაგებლოკებათ საბანკო ანგარიშები

April 26, 2026
თუ ტრანსპორტში ბარათი დააფიქსირეთ, მაგრამ მაინც დაჯარიმდით – როგორ უნდა მოიქცეთ და რა შემთხვევაში დაგებლოკებათ საბანკო ანგარიშები

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ბარათს აფიქსირებენ, მგზავრობის თანხას იხდიან, თუმცა გადახდა მოგვიანებით აისახება. იქამდე კი კონტროლიორები უბილეთოდ მგზავრობის გამო აჯარიმებენ.

ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართონ და საქმის შესწავლა მოითხოვონ. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განგვიცხადეს, იქამდე, ვიდრე საქმის წარმოება არ დასრულდება, მოქალაქეს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს. თუ დადგინდა, რომ მას მგზავრობის თანხა გადახდილი აქვს, რაც საბანკო ანგარიშზე მოგვიანებით აისახა, ჯარიმა გაუქმდება. თუ ჯარიმა გადახდილი აქვს, თანხა უკან დაუბრუნდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მისამართია: თბილისი, სადგურის მოედანი N2.

უბილეთო მგზავრობა 20 ლარით დაჯარიმებას იწვევს. მოქალაქეს ჯარიმის გადახდა 30 კალენდარულ დღეში მოუწევს. თუ ის აღნიშნულ ვადაში თანხას არ გადაიხდის, ჯარიმას 40 ლარი დაემატება. შემდეგ კი მონაცემები აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნება და საბანკო ბარათები დაგებლოკებათ. თქვენი ანგარიშებით სარგებლობას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებთ, რაც 80 ლარს გადაიხდით.

თუ მგზავრს ანგარიშები არ აქვს, აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მოვალეთა რეესტრში ჩაირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მის სახელზე რაიმე ქონებაა, გასხვისება აეკრძალება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ნომერზე: 2 35-77-77

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სროლა აშშ-ში: თავდამსხმელმა მოტივი დაასახელა
  • ეს მე ვარ ორი დღის წინ, ყველაფერი მახსოვს იმ მომენტამდე, სანამ შოკისგან გავითიშებოდი… – რას წერს საბურთალოს ქუჩაზე, მძიმე ავარიის დროს გადარჩენილი ქალი
  • თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს – მთავარი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge