Sunday, April 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ამერიკული მედია: ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

April 26, 2026
ამერიკული მედია: ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია. გამოცემა New York Post სამართალდამცავი უწყებების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილი 31 წლის კოულ ალენია.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტითა და რამდენიმე დანით, როდესაც საკონტროლო-გამშვებ პუნქტში შეიჭრა. კოლუმბიის ოლქის სამართალდამცავების განცხადებით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა და ამ დროისთვის საზოგადოებისთვის საფრთხე უკვე არ არსებობს.

გამოძიება ასევე სწავლობს, როგორ მოახერხა ეჭვმიტანილმა იარაღის შეტანა ღონისძიებაზე. არსებული ინფორმაციით, სტუმრები მხოლოდ საბანკეტო დარბაზში შესვლის წინ გადიოდნენ იარაღზე შემოწმებას.

ერთ-ერთი მოწმის განცხადებით, თავდამსხმელი სავარაუდოდ იმ სივრციდან გამოვიდა, სადაც ბარის აღჭურვილობა ინახებოდა და იმ მომენტში იქ დაცვა არ იმყოფებოდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის თავადაც სასტუმროს სტუმარი იყო — მისი ნომერი უკვე დალუქულია.

პროკურორის განცხადებით, ეჭვმიტანილს ბრალდება წაუყენეს ორ მუხლზე — ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ძალადობრივი დანაშაულის დროს და ფედერალურ ოფიცერზე თავდასხმა. მისი სასამართლო პროცესი ორშაბათს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სროლა ვახშმის მიმდინარეობისას, დაახლოებით 20:30 საათზე დაიწყო. შეიარაღებულმა პირმა სცადა საბანკეტო დარბაზში შეჭრა, სადაც იმყოფებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები, და უსაფრთხოების თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

აგენტებმა პრეზიდენტი უსაფრთხოდ გაიყვანეს. ინციდენტის შედეგად ერთი სამართალდამცავი დაშავდა — ტყვია მის ჯავშანჟილეტს მოხვდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდა – როგორ შეიცვალა ფასები ერთი კვირის ჭრილში
  • კოლუმბიაში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა
  • ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge