უკრაინაში ომის დროს დაღუპულ ორ ქართველ მებრძოლს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ დავით ღოღაძეს ჯერ თბილისში ჩამოასვენებენ, შემდეგ კი თელავში გადაასვენებენ, სადაც მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
დავით ღოღაძე უკრაინაში 2024 წლის 7 მაისს დაიღუპა. ის ქართული საბრძოლო ქვედანაყოფის „შავი არწივის“ წევრი იყო. მისი გადმოსვენება აქამდე საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდებოდა.
დღესვე ჩამოასვენებენ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს — ბაჩო ბებიას, რომელიც ოთხი დღის წინ ნიკოლაევში დაიღუპა. ის სოხუმიდან დევნილი იყო და უკრაინაში მოხალისედ ომის დაწყების პირველივე დღეებში გაემგზავრა.
უფროს ოფიცერს, რომელიც არაერთი სამხედრო ჯილდოს მფლობელი იყო, ზუგდიდში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
