Saturday, April 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

NATO-ს წევრი რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს

April 25, 2026
NATO-ს წევრი რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს

უკრაინაზე რუსეთის ღამის თავდასხმის შემდეგ, რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გალაცში დრონის ნამსხვრევები იპოვეს .
ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძი და დამხმარე ნაგებობა, მსხვერპლი არ არის.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტანდარტული პროცედურის ფარგლებში, თავდასხმის მონიტორინგისთვის ჰაერში ორი Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელი აწიეს, რომლებიც რუმინეთში ბრიტანული საჰაერო პოლიციის მისიის ნაწილია. მეზობელი ტულჩას ოლქის მაცხოვრებლებიც გააფრთხილეს, რომ თავშესაფრებისთვის მიემართათ.
რუმინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ იმ ტერიტორიიდან, სადაც დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რადგან ფრაგმენტები, შესაძლოა, ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდეს. ნამსხვრევებს უსაფრთხო ადგილზე გაანადგურებენ.
რუმინეთს, რომელიც NATO-სა და ევროკავშირის წევრია, უკრაინასთან 650 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს. როდესაც მოსკოვი მდინარე დუნაის მეორე მხარეს მდებარე უკრაინულ პორტებს ესხმის თავს, რუსული დრონები რუმინეთის საჰაერო სივრცეს ხშირად არღვევენ. მართალია, დრონის ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ადრეც ჩამოვარდნილა, თუმცა დღეს პირველად დაფიქსირდა კერძო საკუთრების დაზიანება.
„თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის უპასუხისმგებლო ქმედებებს და ხაზს უსვამს, რომ ეს არის ახალი გამოწვევა რეგიონული უსაფრთხოებისა და შავი ზღვის აუზის სტაბილურობისთვის. მსგავსი ინციდენტები მოწმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების უპატივცემულობას და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუმინეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას, არამედ NATO-ს კოლექტიურ უსაფრთხოებასაც“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ვითარებაა გზებზე – უახლესი ინფორმაცია მძღოლებს
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • “განსაკუთრებული შემთხვევაა, ის წყევლაზე გადავიდა ქართულ პოლიტიკაში” – ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge