აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ნარკოტრეფიკინგში ჩართულ ნავს დაარტყეს – დაიღუპა 2 პირი. აშშ-ის სამხრეთის სარდლობის ინფრომაციით, თავდასხმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელდა.
მათივე ცნობით, „სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მართულ ნავზე“ განხორციელდა.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ ნავი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. ამ ოპერაციის დროს მოკლულია ორი ნარკოტერორისტი. აშშ-ის სამხედრო ძალებიდან არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.
