მთავრობის კანცელარიასთან პროტესტის მეექვსე დღის ათვლა დაიწყო – ადმინისტრაციასთან ისევ რჩებიან მშობლები, რომლებიც საკუთარი შვილებისთვის წამალს ითხოვენ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, აქციებს არ შეწყვეტენ.
შვილებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება ეს არის ამ პროტესტის მონაწილეების ერთადერთი მოთხოვნა.
