Friday, April 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მზია ამაღლობელი სასამართლოზე განმარტავს, რატომ უჩივლა ირაკლი კობახიძეს

April 24, 2026
მზია ამაღლობელი სასამართლოზე განმარტავს, რატომ უჩივლა ირაკლი კობახიძეს

ირაკლი კობახიძე არის მოპასუხე მხარე, პრემიერ-მინისტრის სტატუსით, რომელმაც ძალაუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებს დაუქვემდებარა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებები არა შეფასებითი, არამედ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იყო, ამიტომ მიაჩნია, რომ სასამართლოს საქმის წარმოება არ უნდა შეწყვიტოს.

„მე მსჯავრდებული ვარ, მაგრამ არ ვაპირებ ჩემს პატიმრობაზე საუბარს.

სიმართლე გითხრათ, ამ მოცემულობაში ყოფნა, ბედის ირონია მგონია. უნდა იმსჯელოთ საქმის დასაშვებობაზე, რომელიც სამოქალაქო დავაა. ბედის ირონია მგონია იმიტომ, რომ ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. დაცვის ავტორი ვარ, ადამიანი, რომელიც მიუკერძოებელ მედიას წარმოადგენდა და რომლისთვისაც ღირებული და ფასეული რამ არის გამოხატვის თავისუფლება.

ირაკლი კობახიძე კი არის მოპასუხე, პრემიერ-მინისტრის სტატუსით, რომელმაც ძალაუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებს დაუქვემდებარა.

საქმეში მოცემულია საჯარო განცხადებები. ეს განცხადებები კი შეფასებითი არ იყო, განზრახ იყო გაკეთებული. მან განაცხადა – „ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც ეს ადამიანი პოლიციელებს სტიკერებს აკრავდა“. ასეთი ფაქტი კი ბუნებაში არ ყოფილა. მინდა მოვისმინო მსჯელობა სასამართლოში, ან კითხვა მაინც დაისვას სასამართლოსგან, კობახიძე რომ ამ განცხადებებს აკეთებდა, გაცნობიერებული გქონდა ეს თუ დაუდევრობა იყო? თუ საქმე არ შეწყდება, სასამართლოს ექნება კითხვა – რამდენად პასუხისმგებლიანი იყო მისი განცხადებები. მან [ირაკლი კობახიძემ] უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ როდესაც ამ განცხადებებს აკეთებდა, ჰქონდა თუ არა გადამოწმებული და თუ არა – რა ძალისხმევა გაიღო ამისთვის.

მთელი იმ გამონათქვამების დროს, რომელიც საქმეშია, უდანაშაულობის პრეზუმფცია მიცავდა. იმედი მაქვს, რომ სასამართლო საქმეს არ შეწყვეტს. მისი განცხადებები არ იყო შეფასებითი, ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება და სასამართლომ უნდა დაადგინოს, ეს მისი მხრიდან მიზანმიმართულად იყო გაკეთებული თუ დაუდევრად“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სამოქალაქო დავის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც ის ირაკლი კობახიძეს ცილისწამებისთვის უჩივის.

ჟურნალისტი სასამართლოსგან ითხოვს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომლებიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთა, ცილისმწამებლურად შეფასდეს.

სასამართლო პროცესს ესწრება თავად მოსარჩელე მზია ამაღლობელი, ხოლო მოპასუხე მხარე- ირაკლი კობახიძე პროცესზე არ გამოცხადებულა, არც მისი წარმომადგენელი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აქტუალ მედიამ“ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ნოველა II-ის გადაღება დაიწყო
  • “თქვენ თვლით თუ არა თავს დამნაშავედ, ლევან ხაბეიშვილის დანაშაულში, რომელიც აწამეს, თქვენ ეს კადრები გქონდათ ნანახი და ხმა არ ამოგიღიათ” – მარიამ დოლიძის მიმართვა მდინარაძეს
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge