Friday, April 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს სააკაშვილმა, თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით? – სიგიჟე მოვისმინე: 10 მაისიდან ვიწყებთ ხალხში გასვლასო, 9-ში რას აკეთებენ?” – ლევან ხაბეიშვილი

April 24, 2026
“თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს სააკაშვილმა, თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით? – სიგიჟე მოვისმინე: 10 მაისიდან ვიწყებთ ხალხში გასვლასო, 9-ში რას აკეთებენ?” – ლევან ხაბეიშვილი

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც „ხარება“ ქტიტორად არის მოხსენიებული და პაატა ბურჭულაძე მოძალადედ! ასეთი ნონსენსი გაგიგიათ? – ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა სასამართლო დარბაზიდან ოპოზიციასაც მიმართა.

„მე ტელევიზორში ვარ ჩარჩენილი, თქვენ სოციალური ქსელები გაქვთ, იქ იმედია, სხვა რამ ხდება. მუდმივად არის დისკუსია იმაზე, რას იტყვიან ბრიუსელში, ვაშინგტონში – ყველაზე საინტერესოა, რა ხდება წყაროზე სოფლებში, ქალაქებში. ანწუხელიძე თავს რომ სწირავდა, კი არ დალოდებია ვიღაცას, ვინ დამეხმარება, მე კი არ უნდა ვიბრძოლოო. საინტერესო არის, რას იტყვიან აქ: თემქაზე, ვარკეთილში, ნაძალადევზე. ეს არის საუკეთესო გამოსავალი დღევანდელი ოპოზიციონერებისთვის. ყველა საგარეო პოლიტიკოსი გახდა. ყველა წავიდა იქით – არაფერი არ მოხდება ბრიუსელიდან მეტი, გვიცხადებენ ბანანის რესპუბლიკა ხართ, სახელმწიფო ინსტიტუტები არ გაქვთო, ეს ხალხი ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს, ამიტომ პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, ახლა ნახეთ რა მოხდება ვაშინგტონიდანო – არაფერი არ მოხდება, ვიდრე ჩვენ არ გავაკეთებთ. მე არ მაქვს ჩვენს ხალხზე ისეთი წარმოდგენა, რომ ბრძოლისუნარიანები არ ვართ. ამდენი დისიდენტი ზის ციხეში პაატა ბურჭულაძით დაწყებული და ირაკლი ნადირაძით გაგრძელებული, მანამდე დაკავებული კიკნაძე იქნება, ცეცხლაძე თუ სხვები. მერე ამბობენ ლიდერები არ გვყავსო, ეს დისიდენტები არიან დასაფასებელი, კიდევ ვიღაცეები გადაკრულად რომ საუბრობენ და ჭკუის კოლოფები არიან, შეცდომა დაუშვესო. “დავიწყებთ და დავამთავრებთ“ მე არ ვიტყვიო. კაი კაცო! უფრო ჭკვიანური თქვით და დაამთავრეთ!

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ხარება ქტიტორად არის მოხსენებული და პაატა ბურჭულაძე მოძალადედ! ასეთი ნონსენსი გაგიგიათ? მსოფლიოში თითით საჩვენებელი კაცი მოძალადედაა გამოცხადებული და ეკლესიის ამშენებელია ხარებაო, ხალხის მწამებელი, დამსახიჩრებელი, მკვლელი აბსოლუტური! არც დისიდენტი გვაკლია, არც ოპოზიციონერი და რაღაც გაუგებარ თემებს არჩევენ.

ან რომ ეზომებით იმ მიხეილ სააკაშვილს, ან სიმაღლე გქონდეთ მისი ან საქმე გაგეკეთებინოთ ვიღაცას. მე ვგულშემატკივრობ გაერთიანებას, მაგრამ რაღაცებს ხომ აქვს საზღვარი? ოპოზიციური ალიანსის 5 განცხადებიდან 3 „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება, ცოტა არანორმალურია ხალხნო! ეს სიგიჟეა! თქვენი პლაკატების გამკვრელი ვიქნები მე, ოღონდ ეს ქვეყანა გაათავისუფლეთ, ოღონდ იბრძოლეთ ძმაო, მე ვიქნები უკანასკნელი აგიტატორი. ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე – 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო, 24-ში რატომ არ გადიხართ? დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ამას ნუ იტყვით ხალხნო! მე თქვენსკენ ვარ, არც გაკრიტიკება მინდა თქვენი… ვუსმენ ტელევიზორს და ლიდერი მეუბნება, 10-დან გავდივართო, როგორ მაინტერესებს რას აკეთებს 9-ში? 10-ში? იმან პოსტი დაწერა და უნდა ვუპასუხოო, მიშას უნდა უპასუხონ და ბიძინას რატომ არ პასუხობენ? 31 მარტს რომ დაანონსდა, 26 მაისის აქცია, 26-ჯერ არ უთქვამს პოლიტიკურ ლიდერს აქციის შესახებ ტელევიზორში, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპანია არ დაუწყიათ. აბსოლუტურად გაუგებარია პოლიტიკოსი, რომელიც მოლოდინებს ვერ ქმნის, მოლოდინები უნდა შექმნა და თუ ვერ გაიმარჯვებ, არაუშავს. ძმებო, ასე თუ გინდათ გააგრძელოთ, არავისთვისაა კარგი, ოპოზიციას არ ვყოფ ამ და იმ მხარეებად, თქვენი ნაწილი ვარ, თქვენი გულშემატკივარი ვარ და ასე გაიგეთ. გაეშვით კაცს, რომელსაც ლამის სამუდამო მიუსაჯეს – სააკაშვილს ვგულისხმობ, 5 წელია ციხეშია და თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს და ვიღაცებმა რევიზია უნდა გაუკეთონ, თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით?

რჩევას მოგცემთ, რომ დაგჭირდებათ, ვინმეს გალანძღვა, მე გამლანძღეთ, ოღონდ, ერთმანეთს შეეშვით.

ბენზინი 4 ლარი ღირს, საბანკო ოლიგარქიაზე რატომ არავინ საუბრობთ? თავქუდმოგლეჯილი რომ გაიქცა ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკიდან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის თამაზ გოლოევის საქმეს გრიფი დაედო
  • საქართველოს სომეხთა სათვისტომოს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცეს
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge