Friday, April 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ძალიან მძიმე შედეგია, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს სიძლიერეს, ვერ ასცდება პასუხისმგებლობას” – თენგიზ შარმანაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ განაჩენზე

April 24, 2026
“ძალიან მძიმე შედეგია, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს სიძლიერეს, ვერ ასცდება პასუხისმგებლობას” – თენგიზ შარმანაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ განაჩენზე

ეს საკითხი რომ ჩვენთვის მძიმე იქნებოდა, წინასწარ იცოდა სახელმწიფომ, მაგრამ ამ ნაბიჯზე წავიდა და არავის შეუფერხებია დანაშაულის გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ პოლიტიკურ გუნდს მაინცდამაინც არ წაადგებოდა – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს სიძლიერეს, ვერ ასცდება პასუხისმგებლობას, რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს შემდეგში ამ პირის პასუხისგებაში მიცემა.

„ეს ძალიან მძიმე შედეგია. სხვა რამ რომ გითხრათ ან მოხარული ვარ-მეთქი, არ იქნება გულწრფელი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დანაშაული ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა. ეს საკითხი რომ ჩვენთვის მძიმე იქნებოდა, წინასწარ იცოდა სახელმწიფომ, მაგრამ ამ ნაბიჯზე წავიდა გამოძიება იმ დროს და არავის შეუფერხებია ამის გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ პოლიტიკურ გუნდს მაინცდამაინც არ წაადგებოდა. ყველამ უნდა იცოდეს, მათ შორის მეც და ნებისმიერმა ჩემმა კოლეგამაც, საკანონმდებლოში თუ სხვა ხელისუფლებაში, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს სიძლიერეს და კორუფცია პირდაპირ არის ძირგამომთხრელი საქმიანობა საქართველოს სიძლიერისა, ვერ ასცდება პასუხისმგებლობას, რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს შემდეგში ამ პირის პასუხისგებაში მიცემა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ის სასამართლოს გადაწყვეტილებაა. წინ ორი ინსტანციაა, მას აქვს სრული უფლება ეს გაასაჩივროს. ეს მისი უფლებაა და შეუძლია იდავოს შემდგომ ინსტანციაში”, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა – ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, ჩამოერთვა ქონება – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, 1 426 პირს კი შეუწყდა – საქსტატი
  • „დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილი და დეჰუმანიზებულია სახელმწიფო ინსტიტუცია“ – ოპოზიცია
  • თბილისის დინამომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაია წარადგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge