ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს როცა ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩი არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
„ამ განცხადების შეფასებაც კი რთულია ჩემთვის. ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს როცა ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. შეუძლებელია ამის შეფასება. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ბატონი ელჩი, სამწუხაროდ, არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს თავისთავად მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
