Thursday, April 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

April 23, 2026
სააკაშვილი ასახელებს სამ პირს, ვინც “რუსებს ხელისუფლების ასაღებად გამზადებული ჰყავდათ”

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“დიქტატურა ირყევა, სინამდვილეში ის უფრო სუსტია ვიდრე როდისმე, ბოლო დღეებიც ამას ადასტურებს. წარმოშობილია უზარმაზარი ვაკუუმი, რომელიც აქტიურმა ადამიანებმა და ოპოზიციამ უნდა შეავსონ.
იმისათვის რომ ამჯერადაც არ მოვსრიალდეთ საჭიროა ყველა ჩვენი შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა. ხოდა გადავწყვიტე ამ ყველაფერზე ძალიან ღიად საუბარი და არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა აუცილებელია კრიტიკის მიღებაც.
დიდი შეცდომა იყო ეროვნული პატრიოტული თემის ქოცებისთვის დათმობა, მაშინ როცა იგივე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება იყო ღრმად პატრიოტული, ჯანსაღად ნაციონალისტური ხელისუფლება, მაშინ როცა ამათ პატრიოტიზმი ცინიკურ იმიტაციამდე დაიყვანეს და სინამდვილეში სამშობლოს აქტიურად ყიდიან და ჩვენ ვერ შევძელით ამის სათანადოდ კარგად ახსნა.
დიდი შეცდომა იყო ოპოზიციის მხრიდან ომი და მშვიდობის თემის იგნორირება, უნდა აგვეხსნა რომ სწორედ ქოცური კაპიტულიანტობა, განიარაღება, მეგობრების დაკარგვა იწვევს აქ ომს.
განსაკუთრებით დიდი შეცდომაა კონკრეტული სოციალური თემების თითქმის სრული იგნორირება, ისე რომ ეს ხალხს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიცია ისედაც კარგად ცხოვრობს და მას ხალხის პრობლემები არ აინტერესებს და ძირითადად დაკავებულია საკუთარი თავის წარმოჩენით და ურთიერთ-გარჩევებით.
შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება.
ასევე მცდარია ფაქტობრივად შიდა ემიგრაციაში წასვლა, პასუხისმგებლობის მოხსნა და მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნა, რასაც ზოგიერთი ოპოზიციაში მუდმივად ასხივებს მუდმივი მკითხაობით: “აბა რუბიომ რაზე დარეკა, ალიევმა რა ჩამოიტანა”, იმის ნაცვლად რომ ვიფიქროთ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ – მავნებლობაა.
ერთი და იგივე დაუსრულებელ წრეზე სიარული არაფერს გვაძლევს. თარიღების დაკიდება თან სათანადო ახსნის გარეშე ბევრს არაფერს იძლევა, როგორც წარსულში არაერთხელ დავრწმუნდით. სამაგიეროდ რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სპონტანური აქციები, როგორიც იყო „გავრილოვის ღამე“ და კობახიძის განცხადების შემდეგ გამოსვლები (ასევე უცხოეთის გამოცდილება (კიევი 2014, ნეპალი 2025)) რომლებიც მიგვიყვანა რეჟიმის შეცვლამდე პოლიტიკური სპექტრი რომ მზად ყოფილიყო, თუმცა სპონტანური აქციები ციდან არ ეცემა.
ისინი დაგროვილი საპროტესტო ენერგიის გამოხატულებაა და ამ ენერგიის დაგროვება ხდება ხალხთან მუდმივი მუშაობით. ეს მუშაობა ვერანაირად შემოიფარგლება ვერც ტელევიზიებით და ვერც სოციალური ქსელებით.
ყველა ტელევიზიის ყურებადობა (სამთავრობოც და ოპოზიციურიც, ნუ სამთავრობოსი უფრო) მკვეთრად შემცირებულია. სოციალურ ქსელებში ერთი და იგივე ბაბლში ვტრიალებთ გაუთავებლად და ეს პირიქით გათიშვას უწყობს ხელს.
საჭიროა იდენტიფიცირება კონკრეტული პრობლემების და მათზე მუშაობა აქტიური ჯგუფების შექმნით, იმის გამოცხადება, რომ ახლა ჩვენ ვერ დავწვრილმანდებით, მთავარი ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება, ჩემი აზრით არის ძირშივე არასწორი – როგორ უნდა შეიცვალოს, თუ მოვლენების სათავეში არ ჩავალთ.
განსაკუთრებით მცდარია ის გამონათქვამები რომ ფართო მასის აზრზე მეტად საკუთარი ვიწრო წრის აზრი გაინტერესებთ.
ასეთი მიმართულება უფრო ადვილს ხდის ოპოზიციის ნეიტრალიზაციას, ვინაიდან მათ მჯდომარე სამიზნედ აქცევს. მაშინ როცა კონკრეტულ პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივი მთლიანობაში მოუხელთებელი ჯგუფები პრობლემას უქმნიან რეჟიმს და პატარ-პატარა გამარჯვებებს იპოვებენ, რომელიც შემდეგ გადაიზრდება დიდ გამარჯვებაში, იმიტომ რომ საყოველთაო საპროტესტო ენერგიას აგენერირებს.
ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მე არც იმ თეზისს ვეთანხმები რომელიც განსაკუთრებით უნგრეთის ამბის შემდეგ მუსირებს რომ მხოლოდ ძლიერი ლიდერი შეძლებს სიტუაციის შეცვლას. ასე მართლა იყო ვარდების რევოლუციის დროს, მაგრამ შევარდნაძე დიქტატორი არ იყო, მითუმეტეს არც ორბანი. აქ დიქტატურაა და ამიტომ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ასიმეტრიული მოქმედებებით და საჭირო დროს გაერთიანებით ააყირავებს დიქტატურას.
რა უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლის მერე. ახლა გამეფებული კონცეფციაა, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა გადაარჩენს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეზისის წინააღმდეგ წასვლა იწვევს ლიბერალების წასევას, მე მაინც ვიტყვი რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა.
რატომ უარესი – იმიტომ რომ კოალიცია იწვევს პოლიტიკურ კორუფციას. როცა რესურსები იმის მაგივრად, რომ ხალხისკენ მიიმართოს კოალიციის სხვადასხვა წევრების მოსყიდვას ხმარდება. ასევე კოალიციის პირობებში ბევრად უფრო ჭირს გადაწყვეტილების მიღება.
ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე იმაშია, რომ ის ძალიან ადვილად პროგნოზირებადია დიქტატურისთვის. საერთო ჯამში ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოთ წინასწარ გაკვალული ტრაექტორიით ერთი და იგივე წრეზე სიარული. უნდა შეწყვიტოთ რეჟიმის მიერ შემოგზავნილი სუბიექტების ფულის აღება ვითომ უმნიშვნელო კომპრომისების ფასად, უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ხვიჩა სეზონს მაღალ დონეზე ატარებს, დაცვაში დიდი მოცულობის სამუშაოს ასულებს” – ლუის ენრიკე
  • 2025 წელს 60+ ასაკის 766 ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, 314 კი – კაცი
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge