Wednesday, April 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სუს-ის უფროსის როგორც არჩევის, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი პარლამენტში წარდგენას საჭიროებს

April 22, 2026
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს აუდიტის სამსახური განახორციელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის როგორც არჩევის, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი პარლამენტში წარდგენას საჭიროებს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუკი სუს-ის უფროსი თანამდებობიდან ვადაზე ადრე ნებაყოფლობით მიდის, საკითხს თავდაპირველად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის და შესაბამის დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომას წარუდგენს. პარლამენტი სუს-ის უფროსის ნებაყოფლობით გადადგომას ცნობად მიიღებს.

გარდა ამისა, მთავრობას აქვს უფლებამოსილება მიიღოს განკარგულება სუს-ის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ და პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით მიმართოს. ასეთი განკარგულება გამოიცემა, თუ სამსახურის უფროსი ზედიზედ ორი თვის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ვერ ასრულებს ან შეუთავსებელ თანამდებობას იკავებს. სუს-ის უფროსის აღნიშნული საფუძვლით წასვლის შემთხვევაში, საკითხს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი იხილავს, ხოლო პარლამენტი გადაწყვეტილებას კენჭისყრით იღებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი 6-წლიანი უფლებამოსილების ვადით ირჩევს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის დღის წესრიგში სუს-ის უფროსის არჩევის საკითხი მესამედ დგება. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა, პარლამენტმა 2025 წლის 4 აპრილს სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა.

ოხანაშვილმა სუს-ს სულ ოთხი თვის განმავლობაში უხელმძღვანელა. 2025 წლის 3 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცეს.

2026 წლის 21 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კი ძალოვან უწყებებში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. როგორც პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე დაიკავებს, ხოლო სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდება.

ასეთი თანამდებობა მთავრობის სტრუქტურაში არ არსებობს. შესაბამისად, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდება და მთავრობის შემადგენლობას “სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი“-ის პოზიცია დაემატება.

აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი ხდება აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი – ის შს მინისტრის პოსტზე გელა გელაძეს შეცვლის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკოლ ფაშინიანი განცხადებას ავრცელებს
  • მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დეტალები – რას მოჰყვა ქორწილში სისხლიანი გარჩევა?
  • “გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც უნდათ, რომ ეს თემა ჩარჩოში მოაქციონ და ისტერიკა შექმნან ” – გია ვოლსკი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge