პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი „ჯორჯიან ტაიმსს“ ესტუმრა და განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში იმაზე მძიმე მდგომარეობაა ვიდრე ეს ვინმემ იცის.
უმძიმესი ვითარებაა, იმაზე მძიმე ვიდრე ვინმემ იცის. ქონების დაცვის ომი, რომ დაიწყება ის ხშირად მთავრდება სისხლისღვრით. როდესაც რუსული მართვის კორუპციულ სქემებში ჩართული სისტემა ამუშავდება იქ მოდის შიში.
კედელთან მიმწყვდეული ვირთხა ყოველთვის იკბინება, შეშინებული კაცი ყოველთვის მკვლელია. მე არავის მკვლელს არ ვუწოდებ. მე ვამბობ, რომ ამინისტიის კანონი უნდა ამუშავდეს არამძიმე დანაშაუელბზე. ჩვენ ისე დავჭამთ ერთმანეთს, ჩვენი ქვეყნისგან არაფერი აღარ დარჩება. გამოსავალი, რომ გაქრეს ნაციონალური მოძრაობის 600 ათასი ამომრჩეველი არის არარეალური. იმ ლიდერს რომელსაც სააკაშვილი ჰქვია ვუფასებ იმას, რომ განადგურებული ქვეყნიდან ამხელა რამ შექმნა, მას ამომრჩეველი ყოველთვის ეყოლება.” – თაკო ჩარკვიანი