Wednesday, April 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის მერია მოქალაქეებს აფრთხილებს

April 22, 2026
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 22 აპრილის 00:00-დან 15:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„შეზღუდვა იმოქმედებს გორგასლის მოედნიდან, ასევე, მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება ნოე ჟორდანიას სახელობის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ეკლესიის მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ როგორც ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ისე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები ასევე იმოძრავებენ ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N102, N301, N310, N331, N345 და მიკროავტობუსები: N550 და N580, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, გორგასლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან კოტე აფხაზის ქუჩას და თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ როგორც ბარათაშვილის ქუჩის, ისე რუსთაველის გამზირის მიმართულებით, დადგენილი მარშრუტის შესაბამისად.

რაც შეეხება N333 მარშრუტს, ავტობუსი ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან აღარ შევა ევროპის მოედანზე და იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩაზე  მობრუნდება და ისევ ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის აღმართს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი მარშრუტით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
  • 2026 წლის 24 აპრილიდან ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი დაიწყება
  • “ისევ მოთოვს”- მეტეოროლოგის გაფრთხილება მომდევნო დღეების ამინდზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge