პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ალბი კორძაია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელ, ლუკა ჭოხონელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და წერს, რომ აქვს ინფორმაცია გოგოს შესახებ, რომელიც მისი თქმით, ჭოხონელიძემ გააუპატიურა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დაიწყეს საკითხვის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ფაქტს.
“ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის. მე ამ ისტორიის 100%-ით მჯერა, რადგან, ახლა იქნება ძალიან რთული წასაკითხი.
2023 წელს ჩემმა მეგობრებმა წამიყვანეს ნაბიჯის ოფისში, მაკამ და თორნიკემ. იქ ბავშვები სვამდნენ, მეც დავლიე ერთი-ორი ჭიქა, მაგ პერიოდში ჩემს ბინაში რემონტი მქონდა და ძალიან გადაღლილი ვიყავი, წავედი სხვა ოთახში და პუფში ჩავწექი. გამეღვიძა შეგრძნებისგან, რომ ვიღაც ხელებს მითათუნებდა სხეულზე, თავი რომ მოვატრიალე, დავინახე, რომ ეს იყო ლუკა. მოკლედ, ლუკამ თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა, რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები, ალბათ.
გავედი ისევ იმ ოთახში, სადაც სვამდნენ. გავაღვიძე ჩემი მეგობარი თორნიკე და ეგრევე წამოვედით.
იმის მერე მეზიზღება ეგ ბიჭი და პირად შურისძიებაში გადავიდა ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.
ამ პოსტს მოჰყვება ვნებათაღელვა, წინასწარ გეუბნებით, რომ პოსტის წაშლას არ ვაპირებ, წერეთ, რაც გინდათ.
ასევე, მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც აფინანსებს ამ ლუკას და თავის მეგობრების სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. უკაცრავად, ში* ხომ არ გაქვთ?!” – წერს კორძაია სოციალურ ქსელში.
ამ სტატუსის საპასუხოდ ლუკა ჭოხონელიძემ დაწერა, რომ არავის მისცემს უფლებას, შებღალონ მისი ღირსება.
“ახლახან ვესაუბრე რუსთავი 2-ს, როგორი საოცარი დამთხვევაა, ამ მიმართულებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ.
ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ, არის ის, რომ სიმართლის დადგენა (უფრო გასაჯაროვება) პირველ რიგში, ჩემს ინტერესშია. სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა – სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ, ნებისმიერზე.
ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი, პირველ რიგში, მათ აზიანებს, ვინც მართლა წაწყდომია და აწყდება ამ ამორალურ საქციელს, სხვა მხვრივ კი, რაც მეტად მანაღვლებს ეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანების აზრია.” – წერს ლუკა ჭოხონელიძე.
ცოტა ხნის წინ, ჭოხონელიძემ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ “უწევს ალბი კორძაიას სასამართლოში უჩივლოს.”
“ეს არჩევანი იძულებითია, მაგრამ არის თემები რომლებიც სამართლებრივად უნდა გაირკვეს.
ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ეს გადაწყვეტილება შემაცვლევინოს ალბის მხრიდან ცილისმწამებლური ბრალდების უარყოფაა. ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ. არაფერში მჭირდება.
არ მწყინს ვინც სიტუაციის გარკვევამდე ეს საშინელება დაიჯერა, თუმცა მადლობა ყველას, ვინც მიცნობს და აზრადაც არ გაუვლია ამ საძაგლობის დაჯერება.” – წერია ჭოხონელიძის მიმართვაში.
