“დროას” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებს და წერილს ავრცელებს:
“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებთან დამოკიდებულებაში ჩანს რეჟიმის ყველა მანკიერება, მათ შორის, არაადამიანური, უგულო სისტემა, კორუფცია (ბიუჯეტის ფული არის მოსაპარად და არა სასიცოხლო საჭიროებებისთვის), პოლიციის არაადამიანური მიდგომა მშობლების მიმართ, კიდევ ბევრი სხვა.
ასე იყო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების შემთხვევაშიც. რეჟიმი მათაც უარს ეუბნებოდა მედიკამენტის შესყიდვაზე გაუგონარი მიზეზებით. თუმცა, ოჯახების ბრძოლამ და საზოგადოების მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო.
მინდა, გულწრფელი სოლიდარობა გამოვხატო იმ მშობლების მიმართ, რომლებიც საკუთარი შვილების გადასარჩენად ბრძოლას არ წყვეტენ. ასეთ მომენტებში ჩანს საზოგადოების რეალური ბუნება, ასეთ მომენტებშია საჭირო სრული და უპირობო მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც სიცოცხლისთვის იბრძვის.” – აცხადებს ელენე ხოშტარია.
