Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ, ჩერგო და გვარამია “ალიანსს“ დაეპატრონენ და სააკაშვილს ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, ამაზე დიდი უსამართლობა წარმოგიდგენიათ?” – იაგო ხვიჩია

April 21, 2026
“ოპოზიციას, რომელიც აპროტესტებს დებატებში ჩვენს მონაწილეობას, შურს ჩვენი, რადგან არ შეუძლია დებატებზე დაჯდომა, ან კვალიფიკაციის გამო, ან იმის გამო, რომ მოქცევის წესები არ იციან” – იაგო ხვიჩია

„ნაცების“ „ალიანსში“ მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ, ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ?!, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ და იმის გამო, რომ ის ციხეშია, ხმის ამოღების უფლებას ართმევენ.

„ენით აუწერელ უსამართლობაზე უნდა გითხრათ ორი სიტყვა. „ნაცების“ „ალიანსში“, რომელსაც ჩერგო და გვარამია დაეპატრონენ, გამოაცხადეს, მიშა ხმას ნუ იღებსო. ხალხი, რომელიც მიშამ გამოზარდა, ფეხზე დააყენა, კაცად აქცია, ახლა იძახს, ჩვენს დაპატიმრებულ ლიდერს უფლებამოსილება არ აქვს, ჩვენი სახელით ილაპარაკოსო. ამ ყველაფრით ძალიან გაკვირვებული ვარ. მიმაჩნია, ყველა პატიოსანი „ნაცი“, რომელსაც „ნაცური“ პრინციპების ერთგულება ესმის, თუ ასეთი ვინმე მართლა ჯერ კიდევ დარჩენილია, სასტიკად უნდა ემიჯნებოდეს ასეთი ტიპის გაერთიანებას. დღესვე უნდა ითხოვდნენ მის დაშლას, ვიდრე უფრო დიდ უტიპროფამდე და მიშას უფლებების კიდევ უფრო უარეს შეზღუდვამდე არ მისულა ეს საქმე.

ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანი ლაპარაკობდეს, მე ვარ „ნაცური“ ფრთის წარმომადგენელიო, ამავდროულად მხარს უჭერდეს იმას, რომ ამ გაერთიანების ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს არ ეძლეოდეს სიტყვის თქმის უფლება. გასაგებია, ბევრი წიკვინებს ამასთან დაკავშირებით, ბევრი ხმაური იქნება, მაგრამ ძალიან დიდი უტიპრობაა, რომ „ნაცურ“ გაერთიანებაში ჩერგო ბლოკავდეს მიშას მხარდასაჭერ აზრებს, პოსტებს თუ კომენტარებს.

„ნაცებს“ მოგიწოდებთ, ნუ, დანებდებით და ნუ, მისცემთ საშუალებას „ქოცების“ ინტერესების გამომხატველ „ალიანსს“, თავზე გადააბიჯოს „ალიანსის“ ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს. იცით, მე არ ვარ კეთილგანწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ასეთი უსამართლობა დაპატიმრებული ლიდერის მიმართ, რომ მას გუშინდელი ლილიპუტები აუჯანყდნენ და მის მხარდამჭერებს ბლოკავდნენ მიშას დამცველი ტექსტის დაწერისთვის, ისეთი ტიპის უსამართლობაა, რომელზეც „ქოცები“ სულ იოცნებებენ. მე არ მინდა, ასეთი უსამართლობა ხდებოდეს. მინდა, „ნაცური“ „ალიანსის“ თუ კოალიციის ლიდერი იყოს ის, ვინც ნამდვილი ლიდერია და არა ის ე.წ. ლიდერები, რომლებმაც ლიდერობა იმის გადაწყვიტეს, რომ „ნაცების“ რეალური და ჭეშმარიტი ლიდერი არის ციხეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადების გამოეხმაურა: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან“.

18 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია, ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.

ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “მიხეილ სარჯველაძე ანგარიშობს ჩვენი შვილების სიცოცხლით” – მშობლების პასუხი
  • ვინ არიან აგენტები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge