Thursday, July 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე უარი არასდროს გვითქვამს, მზად ვარ, ყველას შევხვდე” – მიხეილ სარჯველაძე

April 21, 2026
“დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე უარი არასდროს გვითქვამს, მზად ვარ, ყველას შევხვდე” – მიხეილ სარჯველაძე

მშობლებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ – თუ მათი სურვილი იქნება, ბუნებრივია, მე მზად ვარ, ყველას შევხვდე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეხვდება თუ არა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს.

მისი თქმით, მშობლებთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს.

სარჯველაძე ამბობს, რომ მშობლების ნაწილთან ბოლო პერიოდამდე აქვს შეხვედრების პრაქტიკა.

„თქვენ დასვით კითხვა, ვაპირებთ თუ არ შეხვედრებს მშობლებთან. ეს იციან, იმთავითვე იციან, ყოველთვის იცოდნენ და საკუთარი აზრის შეცვლის მიზეზი ჩვენ არასდროს მიგვიცია. ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ და ისინი მიიღებენ ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას მათთვის საინტერესო თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. რასაკვირველია, [შევხვდებით], არასდროს გვითქვამს უარი. თუ მათი სურვილი იქნება, ბუნებრივია, მე მზად ვარ, ყველას შევხვდე. არის მშობლების ნაწილი, რომელთანაც ბოლო პერიოდამდე მაქვს შეხვედრების პრაქტიკა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს დაავადება არ არის ერთადერთი იშვიათ დაავადებებს შორის და სხვა უამრავი საჭიროებაა. პერიოდულად გვაქვს შეხვედრები და უკვე არის ჩანიშნული შეხვედრები რამდენიმე იშვიათ დაავადებასთან დაკავშირებით, სადაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს,” – განაცხადა სარჯველაძემ.

გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის პროტოკოლი დამტკიცებული არ არის.

მისივე თქმით, ვიდრე არ გვეცოდინება, რომ ის წამლები, რომლებზეც საუბარია, უსაფრთხო და ეფექტიანია, პროტოკოლის დამტკიცებაზე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება.

„არსებობს კითხვები და ვიდრე კითხვებზე პასუხები არ გაეცემა, ბუნებრივია, პროტოკოლთან დაკავშირებით ეს პოზიცია იქნება ცალსახა და ცხადი. კითხვებს პასუხები გაეცემა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება პროტოკოლთან ან მის რომელიმე კომპონენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება,” – განაცხადა სარჯველაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა…“ – მძიმე ავარია თბილისში
  • როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი
  • რუსთავის ავტობანზე ავარია მოხდა – რა ხდება ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge