Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს” – კალასი

April 21, 2026
“მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს” – კალასი

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ბრიუსელის პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ უცვლელია და კრიტიკულ შეფასებებს ეფუძნება. კაია კალასი ამბობს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, თუმცა მიუთითებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი დემოკრატიული სტანდარტებისგან გადახვევას წარმოადგენს.

“ჩვენ განვიხილავთ სამხრეთ კავკასიას. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება. ასევე, ვაპირებთ ვიმსჯელოთ სომხეთისთვის ახალ მისიაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი ძალიან მკაფიოა… ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

როგორც უკვე აღვნიშნე, დღევანდელი დისკუსიების უმეტესი ნაწილი სომხეთსა და აზერბაიჯანს დაეთმობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. ის გზა, რომელსაც ისინი დაადგნენ, ოპოზიციის რეპრესიები, მედიის შეზღუდვა და მიღებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესის დანახვა.

მე ვერ ვისაუბრებ უნგრეთის ახალი მთავრობის ნაცვლად. როგორც კი ისინი ჩამოყალიბდებიან და მუშაობას შეუდგებიან, ჩვენ შეგვიძლია მათ ყველა ეს კითხვა დავუსვათ. თუმცა, ბუნებრივია, ბევრი საკითხი, რომელიც მანამდე დაბლოკილი იყო ჩვენ ხელახლა ვხსნით მათ განსახილველად და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიურ შედეგებს მივიღებთ”, – განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვიდეოში ნანა სანდერი საუბრობს მშვიდობიან აქციაზე და იმაზე, რომ მსხვერპლი არ უნდა იყოს – ეს არის დაცვის მხარის მტკიცებულება, რომ ძალადობის ორგანიზება კი არ სურდა, პირიქით, უნდოდა, აქცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო” – ნანა სანდერის ადვოკატი
  • სუს-ის ანგარიშის მიხედვით, პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებდა
  • “დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად, ვიდეომასალებში ჩანს, რომ ნამდვილად სურდა უსისხლო, უმსხვერპლო რევოლუცია, თუმცა, პარალელურად, კატეგორიულად ემიჯნებოდა მშვიდობას” – პროკურორი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge