Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა – სუს-ის ანგარიში

April 21, 2026
საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა – სუს-ის ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოდ ასახელებს.

უწყება წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ყურადღება ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე განსაკუთრებულია და ამ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოს ტერორისტული თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ.

სუსი-ს განმარტებით, ძირითადი აქცენტი ქვეყნის ტრანზიტულ შესაძლებლობებზე და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა ორიენტირებული.

„არსებული ვითარება, ტერორისტული ორგანიზაციების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ტარდებოდა სათანადო ღონისძიებები ტერორისტული საფრთხეებისადმი ქვეყნის მზადყოფნის დონის ასამაღლებლად. მიმდინარეობდა ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და სამძებრო ღონისძიებები. მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საფრთხეების და ტენდენციების იდენტიფიცირების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, ინფორმაციის დროული და ოპერატიული ურთიერთგაცვლის მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობდა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან აქტიურად მიმდინარეობდა ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ოპერატიული ხასიათის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. გრძელდებოდა საქართველოს იმ მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან, იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სამომავლოდ სურთ საქართველოში დაბრუნება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების ცნობით, 2025 წელს ტერორიზმთან დაკავშირებული სანქციების ეროვნულ სიაში, დამატებით იყო შეყვანილი ტერორიზმის ბრალდებით მსჯავრდადებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე.

„საანგარიშო პერიოდში საქართველოს და უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა უცხოელი პარტნიორების მიერ. ევროპულმა კომისიამ საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თაობაზე 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ კომუნიკეში, რომელიც განკუთვნილი იყო ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის, დადებითად შეაფასა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კონტრტერორისტული კანონმდებლობა ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და შესაბამის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს; შექმნილია მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია; დამტკიცებულია 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა; საქართველო ჩართულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევაში, საქართველოს თანამშრომლობა Europol-თან, Interpol-თან, NATO-სა და გაერო-ს ანტიტერორისტულ პროგრამებთან მოხსენიებულია როგორც „აქტიური თანამშრომლობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკოლ ფაშინიანი განცხადებას ავრცელებს
  • “ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ – სამაგიეროდ, ბიძინას გაუგებარი ხუშტურისთვის, სკოლის ფორმებისთვის, შუა საბიუჯეტო წელს ათობით მილიონი წამში გამონახეს” – ნიკა გვარამია
  • “ისე მოკვდა ნაპოლეონი, ეს წოდება ვერ ეღირსა. გიხაროდენ, ხალხო” – შალვა ნათელაშვილი მდინარაძეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge