Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2025 წელს გამოწვევად რჩებოდა ოკუპაცია და თანამდევი დესტრუქციული პროცესები – საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლისთვის და პარალელურად, ამზადებს საფუძველს ანექსიის განსახორციელებლად – სუს-ი

April 21, 2026
2025 წელს გამოწვევად რჩებოდა ოკუპაცია და თანამდევი დესტრუქციული პროცესები – საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლისთვის და პარალელურად, ამზადებს საფუძველს ანექსიის განსახორციელებლად – სუს-ი

საანგარიშო პერიოდში [2025 წელს], საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევად კვლავ რჩებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანამდევი დესტრუქციული პროცესები – ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში რუსეთის პირდაპირი ჩართულობის გამო ანტირუსული განწყობების ზრდის დინამიკა დაფიქსირდა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შენარჩუნდა მძიმე სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, კვლავ გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციისკენ მიმართული პოლიტიკა.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად და პარალელურად ამზადებს საფუძველს, ხელსაყრელ დროს, ანექსიის განსახორციელებლად.

„საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევად კვლავ რჩებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანამდევი დესტრუქციული პროცესები. მათ შორის, აღსანიშნავია უკანონო მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები, რომლებიც რიგ შემთხვევაში უპილოტო საფრენი აპარატების ჩართულობით მიმდინარეობდა. გასული წლების მსგავსად, გრძელდებოდა ჰიბრიდული ომის კომპონენტების გამოყენება, მათ შორის უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია, რაც მიზნად ისახავდა ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს დაზიანებას. მაღალი ინტენსივობით გაგრძელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული პროცესები ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებით დაფიქსირდა ე.წ. საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენების მცდელობა. პარალელურად, კვლავ გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციისკენ მიმართული პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში რუსეთის პირდაპირი ჩართულობის გამო ანტირუსული განწყობების ზრდის დინამიკა დაფიქსირდა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შენარჩუნდა მძიმე სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა.

მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მორიგი, 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც განგრძობადი ოკუპაციის პროცესს ეხება. შედეგად რუსეთს დაეკისრა საქართველოს 29 000-ზე მეტი დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.

ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პოლიტიკის განხორციელება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს დაევალა. კირიენკოს პოლიტიკა არა მარტო პროცესების სრულად მართვას ისახავდა მიზნად, არამედ მოსახლეობის განწყობებსა და აღქმებში ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებდა. ოკუპირებული რეგიონების ახალი „კურატორის“ საქმიანობაში ორი მნიშვნელოვანი მიმართულება გამოიკვეთა. ერთი მხრივ, რუსეთმა საოკუპაციო რეჟიმის მიმართ მხარდაჭერა სხვადასხვა სახით, მათ შორის ფინანსური დახმარებით გამოხატა, მეორე მხრივ კი, ანექსიური პროცესებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირთა მიმართ განაგრძო ზეწოლის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება. კერძოდ, ე.წ. ოპოზიციურად განწყობილი პირების, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, ჩამოართვა რუსეთის მოქალაქეობა და უცხოეთის აგენტების რეესტრში შეიყვანა. გარდა ამისა, დაფიქსირდა რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო „კავშირების“ მიზანმიმართული ინტენსიფიკაციის ტენდენცია.

საყურადღებოა ოკუპირებული სოხუმის ე.წ. აეროპორტის აღდგენის საკითხი, რაც ოკუპირებული რეგიონის კონტროლისთვის რუსეთის დამატებით ბერკეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გახსნის დღიდან, ოკუპირებული სოხუმის „აეროპორტის” აქტუალურობის შენარჩუნებას საოკუპაციო ძალა ხელოვნურად ცდილობდა, რაზეც რუსეთის მხრიდან ფრენების სუბსიდირებაც მიუთითებს. მიუხედავად ზემოაღნიშნული მცდელობისა, საანგარიშო პერიოდში ე.წ. აეროპორტის ამოქმედებით საოკუპაციო რეჟიმს მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სარგებელი არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ანექსიური პოლიტიკისა და რუსიფიკაციის ფონზე, საოკუპაციო ძალამ გაზარდა ზეწოლა ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ქართველ პედაგოგებზე. გავრცელდა ცნობები მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მცდელობებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა „ჯაშუშობის“ გამოგონილი ბრალდებით უკანონო დაკავების ფაქტიც. ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენებოდა სოციალური ქსელებიც, სადაც ნეგატიურ კონტექსტში იყო აღნიშნული, რომ ზოგიერთი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი გალელებს მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობას აძლევს. რუსეთის მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდების, მათ შორის ქართველების, ენობრივი, კულტურული და იდეოლოგიური ასიმილაცია და მათი იდენტობის შეცვლა წარმოადგენს.

საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად და პარალელურად ამზადებს საფუძველს, ხელსაყრელ დროს, ანექსიის განსახორციელებლად“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით იდენტიფიცირდა უკანონოდ დაკავების 34, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 40 შემთხვევა. 2025 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფებოდა.

რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 3 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 55.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კობახიძემ მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა
  • “სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება იყო თვითგანდიდების ტექსტი, შეთანხმების დარღვევას თუ გააგრძელებს, თვითონ ვეღარ იარსებებს ალიანსში” – თამარ ჩერგოლეიშვილი
  • “ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ, ჩერგო და გვარამია “ალიანსს“ დაეპატრონენ და სააკაშვილს ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, ამაზე დიდი უსამართლობა წარმოგიდგენიათ?” – იაგო ხვიჩია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge