“საქართველოში არ არის წინასაარჩევნო კამპანია, არის საპროტესტო კამპანია” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ტყუილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები რეგიონებში არ დადიან, თუმცა შეზღუდული დროისა და რესურსების გამო შეუძლებელია ყველგან ჩავიდნენ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, აბსოლუტურად ცალსახაა, რომ აქციისთვის თბილისში ხალხის ჩამოყვანას, ჯობია საპროტესტო აქციები იყოს ადგილებზე, რისთვის მუშაობაც დაწყებულია.
რატომ გვგონია ჩენ, რომ პანაცეა არის სოფელ-სოფელ სიარული. მე არ ვიძახი, რომ არ უნდა ველაპარაკოთ, არ უნდა მოვუსმინოთ და ა.შ.. მთავარი რა არის – მოლოდინების მართვა, რისი მოლოდინი გვაქვს და რა ამოცანის ამოხსნას ეფუძნება ის, რაზეც ვლაპარაკობთ. თუ ჩვენ გვგონია, რომ ამით რაიმე საბოლოო ამოხსნას დავდებთ, ნებისმიერი ამოცანის, ეს არის ტყუილი. ზოგადად უკვე სასაცილო გახდა ყველა პრობლემის დროს იმის მოსმენა, რომ გადით რეგიონებში.
ჯერ ერთი, არის ტყუილი, რომ რეგიონებში ოპოზიცია არ დადის. ადამიანები, რომ ამბობენ, რომ აქ არ გვინახავს ჩამოსულები, ეს აქ არ გვინახავს ჩამოსულები შეიძლება იყოს უამრავი ადგილი, ყველგან არავინ არ დადის, მათ შორის არც მადიარი.
მეორე, შეგახსენებთ, რომ საქართველოში არ არის წინასაარჩევნო კამპანია, არის საპროტესტო კამპანია. საპროტესტო კამპანიაზე სიარული სოფლებში და ხალხის დარწმუნება, რომ ჩამოდით თბილისში აქციაზე, არის აბსურდი, არის ისედაც ცოტა დროის ხარჯვა და ძალიან ცოტა გვაქვს დრო, არის ისედაც ძალიან მწირი რესურსების ხარჯვა და ვინმეს თუ ჰქონია ეს ფული არ ჯდება – ჩვენ არ ვართ მთავრობაში, რომ ვერტმფრენით ჩავფრინდეთ შორ სოფლებში, ჩვენ არ ვართ მდიდარი ოპოზიცია, რომ უზარმაზარი კოლონებით ვიაროთ, ამის ფულიც კი არ არის. მე არ ვიძახი, რომ არ შეგვიძლია ელემენტარული რაღაცების გაკეთება, ეს ასე არ არის, ამის შესაძლებლობაც არის, სურვილიც.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგზე ორიენტირებული ქმედებები. უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ გვაქვს შეზღუდული დრო, ჩვენ გვაქვს შეზღუდული რესურსები და ჩვენ გვაქვს მოქმედების სივრცით შეზღუდვები.
ჩემთვის აბსოლუტურად ცალსახაა ის, რომ თბილისში ხალხის ჩამოყვანას, ჯობია იყოს აქციები, რაც უფრო მრავალრიცხოვანი მით უკეთესი, ადგილებზე, ამისთვის მუშაობა დანამდვილებით ღირს. ეს დაწყებულიც არის და აქტიურ ფაზაში გადავა მომავალ კვირაში. 26 მაისის აქციაზე ვლაპარაკობ,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
