აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ენერგეტიკის მდივანი კრის რაითი ცდება ბენზინის ფასებთან დაკავშირებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ჰილთან“ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა.
რაითმა განაცხადა, რომ 2027 წლამდე აშშ-ში ბენზინის ფასი ერთ გალონზე სამ დოლარზე ქვემოთ შესაძლოა, ვერ ჩამოვიდეს.
„არა, მე ვფიქრობ, რომ ის ცდება ამ საკითხზე“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ საწვავის ფასი ერთ გალონზე დოლარზე მეტით გაიზარდა, რაც ძირითადად ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გლობალური მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია.
როგორც „სიენენი“ წერს, ერთი გალონი ბენზინის საშუალო ფასი დღეს 4 დოლარზე მეტია. 28 თებერვალს, აშშ-ისრაელის ირანთან კონფლიქტამდე მისი ფასი სამ დოლარზე ნაკლები იყო.
