კახა კალაძე ცოტნე ივანიშვილის განცხადებაზე დასმულ კითხვას პასუხობს:
“თვითონ ისაუბრეს, რომ აკაცუკები ვართო… ყველა აქა ვართო, დაწყებული კოსტავას სულით, აკაცუკით დამთავრებულიო და რა ვიცი… [აპირებთ ისევ გამოიყენოთ ტერმინი აკაცუკები?] მე რას ვაპირებ, ამას მე თვითონ გადავწყვეტ. მე მივიღებ გადაწყვეტილებას, იმ ტერმინით ვესაუბრო ადამიანს, ვინც რას იმსახურებს” – ამბობს კალაძე.
“ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს “ქოცი”, “რუსი”, “აკაცუკი”, “ნაცის” ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად” – თქვა ცოტნე ივანიშვილმა 18 აპრილს, ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე.
