Monday, April 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ტრამპის კი არა, ვისი სახელიც გინდათ დაარქვით 7-კორპუსიან ურბანულ გენოციდს, რომელიც მოკლავს იპოდრომს” – თაზო დათუნაშვილი

April 20, 2026
“ტრამპის კი არა, ვისი სახელიც გინდათ დაარქვით 7-კორპუსიან ურბანულ გენოციდს, რომელიც მოკლავს იპოდრომს” – თაზო დათუნაშვილი

ტრამპის სახელი კი არა, ვისი სახელიც გინდათ დაარქვით 7 -კორპუსიან ურბანულ გენოციდს, რომელიც მოკლავს იპოდრომს და ჩააქრობს თბილისის ცენტრში ფილტვებს. 7- კორპუსიანი მულტიფუნქციური ჯოჯოხეთი იპოდრომის ადგილას თბილისში უბრალოდ არ უნდა აშენდეს, არ შეიძლება, არის არაეთიკური და კატასტროფა ამ ქალაქისთვის, – ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი Trump Tower Tbilisi-ის პროექტის განხორციელებას.

მისივე თქმით, „ფხაკაძეები, ივანიშვილები გაურკვეველი ხალხი ტრამპის სახელს ამოეფარება თუ ვინმე სხვის სახელს, ეს არ უნდა აშენდეს“.

„საერთაშორისო ბიზნესში უკვე ტერმინად არის დამკვიდრებული ტრამპის ორგანიზაციის ფრანშიზას მოდელი. ტრამპის ორგანიზაცია ყიდის თავის სახელს სხვადასხვა საერთაშორისო დეველოპერულ პროექტებზე. რა თქმა უნდა, ამას აქვს სტანდარტი, მაგრამ ყიდის ამ ფრანშიზას. ტრამპის სახელი კი არა, ვისი სახელიც გინდათ დაარქვით მსოფლიოში 7 -კორპუსიან ურბანულ გენოციდს, რომელიც მოკლავს იპოდრომს და ჩააქრობს თბილისის ცენტრში ფილტვებს. რისი სახელიც გინდათ დაარქვით, ეს ყველა ვარიანტში და ყველა შემთხვევაში იქნება უდიდესი ღორობა ყველა თბილისელთან მიმართ. ამიტომ ახლა ფხაკაძეები, ივანიშვილები, გაურკვეველი ხალხი ტრამპის სახელს ამოეფარებიან თუ ვინმე სხვის სახელს, არ შეცვლის იმას, რომ 7- კორპუსიანი მულტიფუნქციური ჯოჯოხეთი იპოდრომის ადგილას თბილისში უბრალოდ არ უნდა აშენდეს, არ შეიძლება, არის არაეთიკური და კატასტროფა ამ ქალაქისთვის. აფრიალონ უნდათ ეს ტრამპის სახელი, აუცილებლად ბოლომდე დავიცავთ ყველა საბურთალოელისა და თბილისელის ინტერესს, რომელსაც უკლავენ ქალაქის ცენტრალურ სასუნთქ შესაძლებლობას“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, The Trump Organization-ი საქართველოში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ს პროექტს განახორციელებს. ეს იქნება 70-სართულიანი მულტიფუნქციური ცათამბჯენი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს დაიკავებს. Trump Tower Tbilisi მოიცავს როგორც მაღალი კლასის საცხოვრებელ რეზიდენციებს, ასევე სასტუმრო ფართებსა და კომერციულ ზონებს. ცათამბჯენის ლოკაციად თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია მოიაზრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “ამ განხილვაში 3 ბავშვი დავკარგეთ” – მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტი იწყება
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge