Monday, April 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ? თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა დამართოდა ხალხს, ყველაფერი დამართეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ” – კახა კალაძე

April 20, 2026
“ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ? თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა დამართოდა ხალხს, ყველაფერი დამართეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ” – კახა კალაძე

„ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ? დღეს, ქვეყანაში ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხზე თავისუფლად არის შესაძლებელი, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა, რითაც 26 მაისთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, ვინ რას საქმიანობს.

„ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ? დღეს, ქვეყანაში ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხზე თავისუფლად არის შესაძლებელი. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, ვინ რას საქმიანობს, რა არის მათი მთავარი მოტივაცია საქართველოსთან მიმართებაში. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა ქართველს დამართოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს. მათ ყველაფერი იკადრეს. შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, რაც უნდა ცალკე პარტიები შექმნან და ახალი სახელები დაირქვან. ყველანი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და გარე ძალებისგან იმართებოდა. სამწუხაროდ, ეს პროცესები დღესაც გრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, დედაქალაქის მერის თქმით, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული – ქვეყნის დამოუკიდებლობის თარიღი და ცდილობენ, რომ ეს დღე თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან, ვისგან იმართებიან და იღებენ დავალებებს. მათ ქვეყანასთან დაკავშირებული არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ. საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლოს ცნება და ქვეყნის სიყვარული. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, მისია და ამ მითითებებს მიყვებიან“, – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რომ „ოპოზიციის ალიანსი“ 10 მაისიდან 26 მაისამდე, კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობას შეხვდება. მისი თქმით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „ოპოზიციის ალიანსის“ პირველი დიდი შეკრება იქნება.

„10 მაისიდან 26 მაისამდე გვექნება საყოველთაო კარდაკარი, პირველ ეტაპზე თბილისში – „ოპოზიციის ალიანსის” წარმომადგენლები ყველა უბანში მივალთ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მამა ნიკოლოზი იმ ადამიანებმა მოკლეს, ვინც მასთან ექიმები არ შეუშვა” – მრევლი
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “ამ განხილვაში 3 ბავშვი დავკარგეთ” – მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტი იწყება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge