Monday, April 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, 26 მაისი რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას” –

April 20, 2026
“კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, 26 მაისი რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას” –

კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, 26 მაისი რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას – ჯობია, კიდევ ერთხელ შევხედოთ, როგორ ცდილობს სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას რეირკარნირებული კრიმინალური რეჟიმის ალიანსი, რომ კვლავ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც 26 მაისთან დაკავშირებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ოპოზიციის გეგმებს ძალიან მშვიდად და ადეკვატურად შეხვდება, თუმცა „რა თქმა უნდა, რამდენიმე „აკაცუკი“ იქნება“.

„ჩვენ ვხედავთ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს და მათი მეორე დონის ეშელონს – ვაშაძეებისა და სხვების სახით. „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეჩვეული ვართ ყოველ ჯერზე არეულობის, რევოლუციის, სისხლისღვრის დაანონსებას. 4 ოქტომბერსაც ასე აანონსებდნენ ხელისუფლების დამხობას. სამწუხაროდ, ევროკავშირმა მაშინ მხარი დაუჭირა და გვერდში დაუდგა, ვისაც დაანონსებული ჰქონდა ნეპალის მოწყობა საქართველოში და ბრიუსელიდან მხარდაჭერით შეგულიანებულებმა სცადეს პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება. ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდნენ ქართულ საზოგადოებასთან. ახლაც ვხედავთ, რომ კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, 26 მაისი იქნებ რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას. ცოტა, მე მგონი, ჯობია, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, შევხედოთ, „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას რეირკარნირებული კრიმინალური რეჟიმის ალიანსი როგორ ცდილობს, რომ კვლავ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად და ადეკვატურად შეხვდება. რა თქმა უნდა, იქნება რამდენიმე „აკაცუკი“. რახან იმუქრებიან აუცილებლად უნდა დავამხოთ და ავატრიალოთო, ამ დროს პასუხია ხოლმე [ამ ტერმინის გამოყენება],“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რომ „ოპოზიციის ალიანსი“ 10 მაისიდან 26 მაისამდე, კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობას შეხვდება.

მისი თქმით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „ოპოზიციის ალიანსის“ პირველი დიდი შეკრება იქნება.

„10 მაისიდან 26 მაისამდე გვექნება საყოველთაო კარდაკარი, პირველ ეტაპზე თბილისში – „ოპოზიციის ალიანსის” წარმომადგენლები ყველა უბანში მივალთ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიწა, რომელზედაც Trump Tower-ი უნდა აშენდეს, ჯერ კიდევ ივანიშვილის “ქართუ ფონდის” საკუთრებაშია
  • “სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?” – კახა კალაძე
  • “ტრამპის კი არა, ვისი სახელიც გინდათ დაარქვით 7-კორპუსიან ურბანულ გენოციდს, რომელიც მოკლავს იპოდრომს” – თაზო დათუნაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge