ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა პერუჯაში მიმდინარე საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფესტივალზე მზია ამაღლობელსა და საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე ისაუბრა.
მწერალმა და ჟურნალისტმა შეკრებილებს განუცხადა, რომ ქართველები 500 დღეზე მეტია უწყვეტი აქციებით სიმამაცეს აჩვენებენ.
“კილან გალაჰერი — ეს ის ადამიანია, რომელიც საკმარისად ხშირად არ გვიხსენებია მზია ამაღლობელთან ერთად. კილანი ჩემი ადვოკატია, რომელიც უსაყიდლოდ მუშაობს. მადლობა მას, როგორც თანახელმძღვანელს. ამასთანავე, ის არის მზია ამაღლობელის ადვოკატიც, რომელიც საქართველოში იმყოფება. მზიას სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლის უფლებაც კი არ მისცეს, ამიტომ მან უბრალოდ ხელში დაიჭირა ჩემი წიგნის — „როგორ დავამარცხოთ დიქტატორის“ — ქართული თარგმანი. ის სიამაყით მავსებს. ქართველები უკვე 507 დღეა უწყვეტად მართავენ საპროტესტო აქციებს. ხალხო, ეს არის სიმამაცის მომენტი. ჩვენ პირველ რიგში ჟურნალისტები ვართ, მაგრამ მარტონი არ ვართ, ჩვენ გვერდითაა ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა მარია რესამ.
