ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ სეფაშვილმა დაგეგმილი კონცერდები გადადო ამის მიზეზი კი ჯანმრთელობის პრობლემა გახდა. მომღერალი ფილტვეის ანთებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
მომღერლის შესახებ განცხადება მისმა მეგობარმა, ბესო ჩუბინიძემ გააკეთა:
“პირადში ყველას ვეღარ გიპასუხებთ, ბოდიშს გიხდით, ამიტომ გპასუხობთ საჯაროდ: –
მერაბს არ აქვს კოვიდი, აქვს ფილტვების ანთება და დაბალი სატურაცია, ამ მიზეზითაა გადაყვანილი კლინიკაში და არა რაღაც – ბუზისგან სპილოდ გადაქცელი მიზეზებით, ვახ!!!
ვესაუბრე 5 წუთის წინ და მხნედაა, მერაბისეულადაა და გადის მკურნალობის კურსს…
ნუ ავრცელებთ ჭორებს, არც ჟანგბადის აპარატზე არაა მიერთებული და არც დიზელზე ან ბენზინზე რის დამატებითი ჟანგბადის მიწოდების ფორმატში…
მალე გამოჯანმრთელება ჩვენს ძმას” – ბესო ჩუბინიძე