ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე დასკვნით სხდომა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი იხილავს.
პროცესს ესწრება ბრალდებული გიორგი მიქაძე – დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ არიან, მათზე ძებნაა გამოცხადებული.
დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვებს ადვოკატები წარმოთქვამენ. ამის შემდეგ კი შესაძლოა საბოლოო სიტყვით გიორგი მიქაძემაც ისარგებლოს.
საბოლოო სხდომა აღნიშნულ საქმე 23 აპრილს არის ჩანიშნული, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენს.
პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი ძები მიქაძეების ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ გააკეთა და თქვა, რომ საქმეში მისიდ აცვის ქვეშ მყოფების დანაშუალის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ დევს.
“დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე თავის დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, რომელიც არც 350 და არც 400-გვერდიანი არ იქნება. ეს დასკვნითი სიტყვა იქნება იმდენგვერდიანი, რაც საჭირო გახდება იმისათვის, რომ საზოგადოებას და პირველ რიგში, მოსამართლეს კიდევ ერთხელ შევუჯამოთ და დავანახოთ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები, რაც განაჩენის გამოსატანად არის აუცილებელი ქართული კანონმდებლობით, პროკურატურას არ წარმოუდგენია. ინტუიცია მეუბნება, რომ ამას მაინც და მაინც 300 ან 400 გვერდი არ უნდა დასჭირდეს იმის გათვალისწინებით, რომ თავად პროკურატურას მტკიცებულებები მწირი რაოდენობით აქვს წარმოდგენილი. არც ერთი მათგანი პირდაპირი მტკიცებულება არაა, არც ერთი მათგანი შემხებლობაში არაა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან.
ბრალდების მხარეს 14 მარტს მომხდარი მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულებად მოტანილი აქვს 2025 წლის 15 თებერვალს, მკვლელობამდე 1 თვით ადრე, სასტუმრო “თბილისი თაუერში” ადამიანების შეხვედრის კამერის ჩანაწერები.
ისინი არ არიან იდენტიფიცირებული და სარწმუნო არ არის პროკურატურის მტკიცებულება, რომ კამერებზე ის ადამიანები არიან გამოსახული, ვინც მათ უნდოდათ ყოფილიყვნენ გამოსახული. მეორეს მხრივ, ეს ვიდეოჩანაწერები ვერ ქმნის ვერანაირ მტკიცებულებას იმის გათვალისწინებით, რომ 15 თებერვალს, თუნდაც, რამე შეკრება მომხდარიყო “თბილისი თაუერში”, რასთან დაკავშირებით მოხდა ეს შეხვედრა, არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის”, – განაცხადა ნიქაბაძემ.
სასამართლოს გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული – ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
