რუსეთში პუტინის რეიტინგი ეცემა. ომის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადებულ კრემლის ლიდერს საზოგადოების მხრიდან ზედიზედ ექვსი კვირაა ნაკლები მხარდაჭერა აქვს. ამას მოწმობს რეიტინგები, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიურმა სამსახურმა მოამზადა.
მედია წერს, რომ განახლებული მონაცემები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის და კლება გრძელდება.
17 აპრილს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც 6-დან 12 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა, პუტინის მოწონების რეიტინგი 66,7%-ს შეადგენს, რაც წინა კვირასთან შედარებით 1,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. პუტინის ნდობის რეიტინგიც 72%-მდე დაეცა.
